პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკას ატარებს — ბოლო ცნობები
პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის, ფონდ სირცხვილიას დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში ჩხრეკას ატარებს.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეფონის ამოღების მოტივით, ნანუკა ჟორჟოლიანს და მარიამ ბაჯელიძეს ლაივ-ჩართვები გაათიშვინეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანის სახლში უკვე მივიდა ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. ნანუკა ჟორჟოლიანი ახლახან ლაივში გავიდა, სადაც აცხადებს, რომ მის სახლში პროკურატურის გარდა სუს-ია შესული. ნანუკა ჟორჟოლიანი ლიავში აცხადებდა, რომ ლაივს გათიშავდა, თუ სუს-ი მის სახლს დატოვებდა. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჟორჟოლიანის სახლი დატოვეს.
მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუ-გვერდზე მისი გაგზავნილი მესიჯი გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ჩხრეკის ჩასატარებლად მოსული პოლიციელები "ჯერ საბუთებს ავსებენ და ჩხრეკას მალე დაიწყებენ". ადგილზე ჯერ არ მისულა ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატი.
"აი, რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას.
9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ.
10 კაცია. ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ
ჯერ საბუთებს ავსებენ. ჩხრეკას მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით. ტელეფონი ჩამომართვეს.
ადვოკატს ველოდები.
უკეთესი იქნებოდა საბას მოესწრო სკოლაში წასვლა.
დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ, იცით :)
ცეცხლი ოლიგარქიას!
ცეცხლი გაბიტაშვილს :))
და რუს მთავრობას დამხობა", — ნათქვამია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქზე გავრცელებულ ტექსტში.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის თანამშრომლების მისვლის დროს, ორსული მარიამ ბაჯელიძე მცირეწლოვან შვილთან იყოფებოდა სახლში. ის წლებია აღარ არის დაკავშირებულ ფონ სირცხვილიასთან და თავად ფონდმა მუშობა 2024 წლის სექტემბერში შეწყვიტა. მოგვიანებით, მას სამართალდამცავებმა მცირეწლოვანი ბავშვის სახლიდან გაყვანის უფლება მისცეს.
განჩინების თანახმად, რომლის საფუძველზეც პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის სახლში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი "უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას".
რაც შეეხება მესამე ჩხრეკას, პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც შევიდნენ. IPN-ის ცნობით, ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.
პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.
სავარაუდოდ, ჩხრეკა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებში მიმდინარეობს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ლაივ-ვიდეოებში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის საფუძვლად იმ მუხლებს ასახელებენ, რომლებზეც პროკურატურამ გამოძიება ქართულ ოცნებასთან აფილირებული ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.
- ნანუკა ჟორჟოლიანი: ვიცი პროკურატურიდან, რომ ახლა ემზადებიან, წამიყენონ ახალი ბრალი
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი: როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადება უკანონოა
- SJC: ფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა
- პროკურატურა: ფონდები მიღებული ფინანსური რესურსებით "ძალადობის წახალისებას" აფინანსებდნენ
- ვატო შაქარაშვილი სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას გამოეხმაურა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები