ლევან გოგიჩაიშვილი "ოცნების" კომისიას მოუწოდებს, რომ "ხარება" დაიბარონ, რომლის სახელიც "მუხროვანის ამბოხის" საქმეში ფიგურირებს
გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი (გდდ) ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეში ფიგურირებს.
მისი თქმით, სწორედ ზვიად ხარაზიშვილის უშუალო მონაწილეობით მოხდა გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია, ამიტომ ოცნების პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ზვიად ხარაზიშვილი უნდა დაიბაროს.
"2009 წლის 5 მაისს დიდი პოლიტიკური კრიზისის გადასაგორებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუხროვანის ამბოხი მოიგონა და ეს ფაქტი უდანაშაულო ადამიანებს დააბრალა. ამ მოგონილ ამბოხს შეეწერა გია კრიალაშვილი. „ორი გვამის“ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იძლევა მერაბიშვილი ადამიანების დახოცვის ბრძანებას. ამ ვიდეოზე კარგად ჩანს სააკაშვილის სიკვდილის ბრიგადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დღეს კი უკვე ივანიშვილის რეჟიმის სისხლიანი შემსრულებელი „ხარება“, რომელიც, როგორც შემდგომში ირკვევა, სავარაუდოდ, აღასრულებს ამ ბრძანებას. 2013 წლის 23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია "ტვ 9-ში გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს "ხარებას" და სიტყვა-სიტყვით ამბობს: "სპეცოპერაცია ჩაატარა სოდ-ის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდევ სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო." ამასთან, გია კრიალაშვილის დის, 2014 წლის ინტერვიუდან ირკვევა, რომ: "მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდ-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო".
ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. "ოცნების" კომისიამ დაიბაროს "ხარება", რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული.
მივმართავ თეა წულუკიანს, ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ სისხლიან ჯალათ "ხარებასთან". გაბედე და დაკითხე "ხარება"! მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა (ტექსტს IPN ავრცელებს).
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
კომენტარები