რა ხდება: აქტივისტისა და ბლოგერის უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა, ის, სავარაუდოდ, დაკავებულია.

  • ამის შესახებ აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი ფეისბუქზე წერს.

დეტალები: "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან.

  • მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი", — წერს ხარხელი.

ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში ვცადეთ. NEWS.On.ge-ს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ დეტალებს დააზუსტებენ.

მათგან სიახლის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.