5 კომპანია, რომელსაც Google ფლობს
Google 1998 წელს დაარსდა და შექმნა საძიებო სისტემა, რომელმაც ბაზრის 92% დაიკავა. 2015 წელს კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და Alphabet-ის ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდა. ამჟამად Alphabet-ი Google-ის მშობელ კომპანიად ითვლება და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობს.
ბოლო მონაცემებით, Alphabet-ი მსოფლიოს უმსხვილესი კონგლომერატია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.12 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 2023 წელს მისმა შემოსავალმა 307,39 მილიარდ დოლარს მიაღწია, რომლის ძირითადი ნაწილი რეკლამიდან მიღებული თანხები იყო. უნდა ითქვას, რომ ეს რიცხვი წლიურ ჭრილში 8,7%-ით იყო გაზრდილი. არსებული მდგომარეობით ამ კომპანიის ერთი აქცია 172.43 დოლარად ივაჭრება.
Alphabet-ისა და სხვა საჯარ კომპანიების აქციებით ვაჭრობა საქართველოს ბანკის მობილბანკით შეგიძლია. აქ ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერი თანხით არის შესაძლებელი.
ამ სტატიის მომდევნო ნაწილში იმ კომპანიების შესახებ გიყვებით, რომლებიც Google-მა სხვადასხვა დროს შეიძინა.
1. DoubleClick
DoubleClick 1996 წელს დაარსდა, როდესაც ონლაინ რეკლამის ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა. უნდა ითქვას, რომ მან მოახერხა და ამ სექტორში ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა. 2005 წელს კერძო კაპიტალის კომპანიამ Hellman & Friedman-მა 1,1 მილიარდი გადაიხადა და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
2008 წელს კი DoubleClick-ი Google-მა შეიძინა, რომლის მთავარი მიზანიც რეკლამის სამიზნე აუდიტორიასთან მარტივად დაკავშირება იყო. 2018 წელს Google-მა გააუქმა DoubleClick-ის ბრენდის სახელი და კომპანია Google Ads-ის ქოლგის ქვეშ მოაქცია. 2008 წლის შესყიდვის გარიგება 3,1 მილიარდ დოლარად შედგა.
2. YouTube
ფოტო: Shutterstock
YouTube 2005 წელს Paypal-ის სამი ყოფილი თანამშრომლის მიერ დაარსდა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ რიგითი ადამიანები მათ მიერ შექმნილ ვიდეოებს პლატფორმაზე სიამოვნებით ატვირთავდნენ. 2006 წლის ზაფხულისთვის YouTube-ზე მოთხოვნამ პიკს მიაღწია, რასაც არსებული მენეჯმენტი ვეღარ გაუმკლავდა. სწრაფი ზრდით გამოწვეულმა ტექნიკურმა პრობლემებმა კომპანია აიძულა, მყიდველის ძებნა დაეწყო.
ამის პარალელურად, 2005 წლიდან გაშვებული Google Video დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. Google-მა YouTube-ი შეიძინა და ის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროდ გადააქცია. 2021 წელს YouTube-ის სარეკლამო შემოსავალმა 28,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. Google-მა კი YouTube-ში 1,65 მილიარდი გადაიხადა.
3. Fitbit
Fitbit 2007 წელს ჯეიმს პარკისა და ერიკ ფრიდმანის მიერ დაარსდა, რომელთა მიზანიც ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც უკაბელო ტექნოლოგიას გამოიყენებდა და ადამიანებს ვარჯიშის პროცესში დაეხმარებოდა. ამჟამად კომპანიის პროდუქტებში სხვადასხვა სახის ჭკვიანი საათები, ფიტნეს სამკლავურები და სხვადასხვა სახის აქსესუარები შედის.
კომპანიებს შორის გარიგება 2019 წელს გაფორმდა, თუმცა შესყიდვის პროცესი 2021 წელს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში Google-მა დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ მოპოვებულ მომხმარებელთა მონაცემებს Google ads-თვის არ გამოიყენებდა. როგორც ცნობილია, Google-მა Fitbit 2,1 მილიარდ დოლარად შეიძინა.
4. Nest
Nest Labs 2010 წელს ტონი ფადელმანისა და მეტ როჯესის მიერ დაარსდა. ფადელმანმაც და როჯერსმანც მაშინ Apple დატოვეს, რათა დაეარსებინათ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თერმოსტატს რევოლუციურად გარდაქმნიდა.
2014 წელს Google-მა ეს კომპანია 3,2 მილიარდ დოლარად შეიძინა და გააერთიანა Home განყოფილებასთან, რათა Google Nest შეექმნა. ამჟამად ეს კომპანია ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ისეთ პროდუქტებს გვთავაზობს, როგორებიც არის: განგაშის სისტემები, უსაფრთხოების კამერები და სახლისთვის სხვა დამხმარე მოწყობილობები.
5. Waze
Waze 2008 წელს ისრაელში დაარსდა და მომხმარებელს ნავიგაციის სერვისს სთავაზობდა. კომპანია დაარსებიდან 5 წლის თავზე Googla შეიძინა, რომელიც იმ დროისთვის Google Maps-ს უკვე 7 წლის განმავლობაში მართავდა.
Waze-ის შეძენით Google-მა კონკურენტიც შთანთქა და გამოიყენა ის გამოცდილებაც, რომელიც იმ დროისთვის Waze-ს ჰქონდა. 2013 წელს Waze-ის ყოველთვიური მომხმარებელთა რიცხვი 10 მილიონი იყო, თუმცა ამ მაჩვენებელმა 2021 წელს 140 მილიონს მიაღწია. Google-სა და Waze-ს შორის გარიგება 966 მილიონ დოლარად შედგა.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები