რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
რა ხდება: პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო და თქვა, რომ პარლამენტს დღესვე გადაუგზავნის.
- "ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო, ეს კანონი უნდა გაუქმდეს", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
რა იქნება ამის შემდეგ: პრეზიდენტის ვეტო ფორმალურია.
მისი დაძლევა ქართულ ოცნებას არ გაუჭირდება. ამისთვის 76 ხმაა საჭირო, რუსულ კანონს კი უმრავლესობის 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ასევე, ნახეთ — ჯიმ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მომდევნო სასესიო დღეები პარლამენტში 28-31 მაისს არის, მანამდე კი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები.
- "ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღების კალენდარი ასეთი შეიძლება იყოს:
- 20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლება განიხილოს;
- 28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები, ფაქტობრივად, მთავრდება და კანონი საბოლოოდ მიღებულია", — წერს სიმონიშვილი ფეისბუქზე.
მისივე თქმით, თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად.
თუ ამ ვადაში ხელს არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს.
- "ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს, შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისი შესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს", — ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
ბოლო ხაზი: საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი, მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო.
- ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კანონში შეიტანეს ცვლილებები, რომლის მიხედვით, იურისტების განმარტებით, კანონი ეხება არამხოლოდ იურიდიულ, არამედ — ფიზიკურ პირებსაც.
ამ თემაზე ვრცლად: საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები