კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ფოტო: ფეისბუქი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებს.
დაუდოვი ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ახლო თანამზრახველად მიიჩნეოდა.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურთან, რამზან კადიროვთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, გადავმდგარიყავი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან“, — განაცხადა მან პარლამენტის სხდომაზე.
დაუდოვმა Telegram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც თითქმის მთლიანად კადიროვისადმი სამადლობელი მიმართვაა:
"ძვირფასო ძმაო! გმადლობთ ნდობისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში, შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი დიდი ახმატ-ხაჯის გუნდის წევრი, შემეტანა ჩემი თავმდაბალი წვლილი ჩვენი პირველი პრეზიდენტის [კადიროვის მამა, ახმატ კადიროვი] კურსის განხორციელებაში ჩემი ხალხის, რესპუბლიკისა და ჩვენი დიდი სამშობლოს — რუსეთის საკეთილდღეოდ!“ — წერს ის.
დაუდოვს "ერთად გატარებული წლებისთვის", თავის მხრივ, კადიროვმაც გადაუხადა მადლობა.
"მაგრამ დღეს მაგომედ ხოჟახმედოვიჩმა გადაწყვიტა, რომ ის აღარ უნდა დარჩეს ამ თანამდებობაზე", — წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ დაუდოვმა უნდა გამოიყენოს თავისი ”ლიდერის ნიჭი” სხვა სფეროებში.
კადიროვმა, დაუდოვის შემცვლელად, 69 წლის შაიდ ჟამალდაევის არჩევის შესახებ განაცხადა:
"დღეს ჩვენი ძვირფასო და პატივცემული შაიდ ჟამალდაევი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის მოკავშირე არჩეულ იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ", — წერს იგი. "შაიდ ვახაევიჩი, როგორც გამოცდილი მენეჯერი, ადვილად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს".
ჟამალდაევი 2016 წლიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი მას პრესის მინისტრისა და რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწის პოსტები ეკავა.
"ჟამალდაევი ერთ-ერთი ყველაზე ვეტერანი პოლიტიკოსია რეგიონში“, — თქვა ჰაროლდ ჩემბერსმა, ჩრდილოეთ კავკასიაზე ორიენტირებულმა პოლიტიკური და უსაფრთხოების ანალიტიკოსმა OC Media-სთან.
მისი განცხადებით, დაუდოვის გადადგომა, შესაძლოა, რუსეთში უფრო ფართო ცვლილებების ნაწილი იყოს.
"ვფიქრობ, დაუდოვის გადადგომა, სავარაუდოდ, იმ ფართო ცვლილების ნაწილია, რომელშიც ქვეყანა ომის დროს დგება, როგორც უკრაინასთან, ასევე ისლამურ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კადიროვის ჯანმრთელობასთან/მემკვიდრეებთან კავშირი შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რომ ეს კავშირი დავინახოთ”, — თქვა მან.
დაუდოვი რამზან კადიროვის და "ახმატ კადიროვის გზის" ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა.
დაუდოვმა, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ კადიროვის მარჯვენა ხელს, წამყვანი როლი ითამაშა პოლიტიკური ბლოგერებისა და ოპოზიციური მოღვაწეების დევნაში. ტუმსო აბდურახმანოვმა, ბლოგერმა, რომელიც გადაურჩა რამდენიმე მკვლელობის მცდელობას, პირადად გამოუცხადა სისხლით მტრობა, 2019 წელს.
დაუდოვი, ასევე, ჩართული იყო ჩეჩნეთიდან უკრაინაში გასაგზავნი მებრძოლების მომზადებაში; ომის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა რეგიონის ოპერატიული შტაბს.
მას სანქციები დაუწესეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის, ასევე, ქვიარ ადამიანების დევნისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების გამო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები