ნიკა მელია

28 Jul. 2023, 14:19

სანამ არ გაიაზრებ რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ოცნების ხელისუფლება...

პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით...

ის რომ ოცნება ცუდია, რუსეთი ცუდია, ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი, არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების. მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო ოცნებაზე სიმართლით... არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის.

ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2-3%-იანი, არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით. დიდი ელქეტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს... იგივეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში... ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების.

საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ... სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა...

ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება უბრალოდ სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება, ოღონდ პოლიტიკაში.

დღეს რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა... ხოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი მაშინ თუ ახლა...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ
  2. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ
  3. 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
  4. გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
  5. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოსაც, მოუწოდებს რუსული…