ნიკა მელია

20 May. 2023, 13:34

ბავშვსაც ვერავინ ვერ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც დღეს ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან და წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილის ჩატარება უზრუნველყონ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ აქ ქორწილი არ შედგეს. [...]

აქ უნდა შეისვას დღეს პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას დღეს რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, რომ გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა. თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია.

გავრილოვი არაფერია იმ სტუმრებთან, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო — შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ხომ? ვინ იყო პოზნერი, არავინ არ იყო... ამ სასტუმროში, არცერთმა საქართველოს მოქალაქემ, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გატაროს.

განაცხადა ნიკა მელიამ. 19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ. ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, განახლდა ბაზარზე უნიკალური…