Bloomberg-მა დათვალა, რამდენი და რა ტიპის იარაღი გადაეცა უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე
ფოტო: Getty Images
ინფორმაცია, რომელიც ჰოლანდიური თავდაცვის ანალიტიკისა და სამხედრო კვლევის ვებსაიტის, Oryx-ის მონაცემებს ეყრდნობა, Bloomberg-მა 15 იანვარს გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინა აქტიურად ითხოვს იარაღით დახმარებას.
- უკრაინელი მებრძოლების ძალისხმევასთან ერთად, ომში მყოფი ქვეყნის წარმატებული კონტრშეტევა და გაჭიანურებული "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღზეც.
- 14 იანვრის ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ამისათვის საჭიროა იარაღი, რომელიც "პარტნიორების საწყობებშია".
დეტალები: Bloomberg განმარტავს, რომ მოცემული ციფრები მიახლოებითია, რადგან შეიძლება, შეიცავდეს იმ იარაღსაც, რომელსაც უკრაინას მოკავშირეები დაჰპირდნენ, თუმცა ჯერ არ გადაუციათ.
- ასევე, შესაძლოა, ჩამონათვალში ვერ მოხვდა ის იარაღი, რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ უკვე მიიღო, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ არ გასაჯაროებულა.
ტანკები: საბჭოთა პერიოდის 410 ტანკი უკრაინას პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გადაეცა;
- 14 იანვარს ბრიტანეთი უკრაინას დაჰპირდა Challenger 2-ის ტანკებს, რაც პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დასავლური ქვეყანა უკრაინას მსგავსი ტიპის დახმარებას გაუწევს.
- გარდა ამისა, პოლონეთი უკრაინას გადასცემს გერმანული წარმოების Leopard 2-ის საბრძოლო ტანკებს, თუ ნატოს სხვა მოკავშირეები ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
- უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გრძელდება დისკუსიები აშშ-სა და გერმანიაშიც.
ჯავშანტექნიკა/ქვეითი საბრძოლო მანქანები: 300 ერთეული, მათ შორის, 250 საბჭოთა წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანა უკრაინამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან მიიღო;
- საფრანგეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის დაუზუსტებელი რაოდენობის AMX-10RC ტანკის გამანადგურებლებს.
- შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას გადასცემენ 50 და 40 Bradley და Marder საბრძოლო მანქანებს.
ჯავშანტრანსპორტიორები: უკრაინამ უკვე მიიღო 1100 ერთეული, მათ შორის, 300 — M113 და 250 — M117 ჯავშანტრანსპორტიორი.
- ბლუმბერგი განმარტავს, რომ 160-ზე მეტი ამერიკული წარმოების M113 ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინას გადაეცა 7 ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან.
ნაღმებისადმი რეზისტენტული (MRAP) მანქანები: უკრაინას გადაეცა 925, მათ შორის, 440 ამერიკული — M1224 MaxxPros, 90 ავსტრალიული — Bushmaster, რამდენიმე ბრიტანული Wolfhound-ები და Mastiff-ები.
- Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს მანქანები ჯავშანტექნიკის მსგავსია, მაგრამ სპეციალურად შექმნილია დახრილი კორპუსით, რათა დაიცვან ეკიპაჟი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან.
მობილური ქვეითი მანქანები: ბლუმბერგის ცნობით, უკრაინისთვის გადაცემულია 1540-ზე მეტი, მათ შორის, 1250 ამერიკული წარმოების Humvee მაღალმობილური, მრავალფუნქციური მანქანა.
- ეს არის ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც სამხედროებს ბრძოლის ველზე თავდასხმის, დაზვერვისა და პატრულირების დროს გადააადგილებენ.
არტილერია: უკრაინამ მიიღო 300 ბუქსირებადი ჰაუბიცა, მათგან 210-ზე მეტი M777 და 72 ჰაუბიცა აშშ-დან.
- ასევე, 400-ზე მეტი თვითმავალი საარტილერიო მანქანა, საიდანაც 180 შეკვეთილია.
მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები: სულ 95 ერთეული, მათ შორის, 38 HIMARS სისტემა და 40-ზე მეტი 122 მმ-იანი საბჭოთა პერიოდის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.
საჰაერო თავდაცვის სისტემები: 37 გერმანული თვითმავალი საზენიტო სისტემა Gepard;
- 8 ამერიკული წარმოების NASAMS სარაკეტო ბატარეა;
- ერთი ამერიკული და ერთი გერმანული პატრიოტის სარაკეტო ბატარეა;
- 6 Strela-10Ms სარაკეტო სისტემა ჩეხეთიდან;
- ექვსი Stormer HVM დიდი ბრიტანეთიდან;
- რამდენიმე სხვა საზენიტო სარაკეტო სისტემა სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან.
თვითმფრინავები: ნატოს ქვეყნების მიერ ბულგარეთისგან შეძენილი 14 რუსული წარმოების სუ-25 სახმელეთო თვითმფრინავი;
- ოთხი სუ-25 ჩრდილოეთ მაკედონიიდან;
- 20 რუსული წარმოების Mi17 შვეულმფრენი აშშ-დან, რომელიც თავდაპირველად ავღანეთისთვის იყო განკუთვნილი;
- 11 საბჭოთა ვერტმფრენი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და ლატვიიდან.
- სამი ბრიტანული Westland Sea Kings.
- ექვსი რუსული წარმოების Kamov ვერტმფრენი პორტუგალიიდან.
- 30-ზე მეტი Bayraktar TB2 დრონი თურქეთიდან, ასევე, თითო-თითო ლიეტუვიდან და პოლონეთიდან;
- ასობით ამერიკული Switchblade-ის მოძრავი საბრძოლო საბრძოლო სისტემა.
- 415 სადაზვერვო დრონი.
შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები: ბლუმბერგი ხაზს უსვამს, რომ არცერთი ქვეყანა ჯერ არ დასთანხმდა უკრაინისთვის ATACMS შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებას, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება HIMARS-ზე მნიშვნელოვნად დიდ მანძილზე.
- პარტნიორები ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება მოსკოვთან პირდაპირი დაპირისპირება გამოიწვიოს.
სხვა იარაღი: უკრაინას, ასევე, მიეწოდა რაკეტები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას მტრის რადარების, გემების, ზედაპირული სამიზნეების, უპილოტო წყალსატევების, სარადარო აღჭურვილობისა და სხვა სისტემების წინააღმდეგ.
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
-
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ
გადახედვა
-
"პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე "პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე
გადახედვა
-
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
გადახედვა
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე? "გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები