პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება — ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ჩამოშორებაზე
6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ძირითად საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ დარჩება და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად მთავრობამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოაცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩამოშორდა.
ჩინეთის საელჩო "რადიო თავისუფლებისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში აცხადებს, რომ "პატივს სცემენ და ესმით საქართველოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩინეთი კვლავაც წაახალისებს ჩინურ საწარმოებს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით".
"პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩინური კომპანია, რომელიც მანამდე მონაწილეობდა ამ პროექტის ტენდერში, მკაცრად იცავდა საქართველოს კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ისევე როგორც საერთაშორისო კომერციულ წესებს და ინარჩუნებდა მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციას საქართველოს შესაბამის უწყებებთან პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის ხელახლა გამოაცხადებს ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტზე — "მშენებლობისა" და "ოპერირების" კომპონენტებად დაყოფით", — წერს ჩინეთის საელჩო რადიო თავისფლებას.
საელჩო იმედოვნებს, რომ თბილისის გადაწყვეტილება "მონაწილეობის მისაღებად მოიზიდავს პორტების მშენებლობისა და ოპერირების უფრო მეტ კომპანიას, მთელი მსოფლიოდან" და ჩინეთი კვლავ იაქტიურებს:
"ჩინეთი კვლავაც წაახალისებს ჩინურ საწარმოებს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით. ვისურვებდით ანაკლიის პორტის პროექტის ადრეულ დასრულებას, რათა მან უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს "შუა დერეფნის" საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და წვლილი შეიტანოს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობაში". — წერს საელჩო.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები