როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი
22 ივლისის ღამეს ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, ერთი მათგანი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა, 2 კი კლინიკა "ჰელსიკორეში" აგრძელებს მკურნალობას.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი შმაგი ჭიოკაძე ამბობს, 17-18 წლის პაციენტები მათ კლინიკაში 22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე შეიყვანეს. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს — მარცხენა ბარძაყის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"22 ივლისს, დაახლოებით 22 საათზე, საღამოს შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი.
ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა: ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს — მარცხენა ბარძაყის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ.
ამ დროისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კონტაქტური არიან, ჩვეულებრივად ვესაუბრე ახლა, 5 წუთის წინ დაახლოებით. ორივენი კარგად არიან, თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო," — წერს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება არ აკონკრეტებს, რა იყო თავდასხმის მიზეზი. თვითმხილველი ელენე ქორიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრალდებულმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა "უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ".
"დაახლოებით ერთი საათის წინ, ზუსტად ჩემი სახლის წინ, კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ. ამის შემდეგ, შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა. ის მალევე დაიჭირეს.
ზედაპირული შეფასებითაც ცხადია, რომ ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ან პირადი ანგარიშსწორება. არც ცალკე აღებული მძიმე კრიმინალური შემთხვევა მხოლოდ, რომელზეც სწრაფად ირეაგირა პოლიციამ, არამედ იმ რეალობის პირდაპირი ანარეკლი, რომელშიც ვცხოვრობთ.
როდესაც ქვეყანაში კონსოლიდირებული ავტორიტარიზმია დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტები შინაარსისგან იცლება და ორიენტირებული ხდება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, სწორედ მაშინ ყველაფერი კარგავს თავის რეალურ მნიშვნელობასა და ღირებულებას, კანონიც, უსაფრთხოებაც და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ადამიანის სიცოცხლეც," — წერს ქორიძე.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები