ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
ფოტო: Engurhesi.ge
წუხელ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა — საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გათიშვის მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არკვევენ დენის გათიშვის ზუსტ მიზეზს.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა. როგორც ირკვევა დენი გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთში.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა.
“აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი.
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება”, — დაწერა ტელეგრამ არხზე ოკუპირებლი აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრომ 00:47 წუთზე.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ ცდილობენ გაარკვიონ რა გახდა დენის სისტემური გათიშვის მიზეზი.
04:08 წუთზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტრო ტელეგრამის არხზე წერს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად აღდგენილია. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენა გათიშვიდან დაახლოებით 2 საათში დაიწყო. ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია რომელ რეგიონებს აღუდგა ელექტროენერგია და სად არის ხარვეზი არ გვაქვს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასშტაბური გათიშვის მიზეზი, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა.
ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP) გაავრცელა ცნობა, რომ ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
“კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე”, — წერია GWP-ს განცხადებაში.
ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მისი ინფრასტრუქტურა საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა: კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მართვის პულტი — ოკუპირებული აფხაზეთის მიერ კონტროლირებულ გალის რაიონში. ამასთან, ენგურჰესის 100%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. მოქმედი შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს, ხოლო 40% ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები