სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ბლოკი იშლება
ოპოზიციური პარტია აღორძინებული სომხეთი აცხადებს, რომ პარლამენტს ტოვებს, რაც ქვეყანაში დარჩენილი ბოლო ოპოზიციური ბლოკის დაშლას იწვევს.
პარტია თანამშრომლობდა სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასთან (ARF), რომელიც სიდიდით ქვეყნის მეორე საპარლამენტო ძალას ქმნიდა.
აღორძინებული სომხეთი ოთხი წევრით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან სამმა პარლამენტი დატოვა, ხოლო გამონაკლისის სახით დარჩა ზემფირა მირზოევი, ასურეთის უმცირესობის წარმომადგენელი.
ასურელ დეპუტატს პარტიული წევრობა დროებით შეუჩერდა. ნებისმიერ სხვა აღორძინებული სომხეთის წევრს, რომელსაც სურს პარლამენტში ადგილის დაკავება, მოუწევს უარი თქვას პარტიის წევრობაზე.
"იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ყველა ის საფუძველი, რამაც თვეების წინ ეროვნული ასამბლეის სესიების ბოიკოტი გამოიწვია, დღესაც აქტუალურია", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"პარტია აღორძინებული სომხეთი გააგრძელებს თავის ოპოზიციურ საქმიანობას პარტიის დეკლარირებული ღირებულებებისა და პოლიტიკის ფარგლებში".
პარტია აღორძინებული სომხეთი 2020 წელს დააარსა სამხრეთ სიუნიკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ვაჰე ჰაკობიანმა, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. პარტია 2021 წლის არჩევნებზე ARF-ის და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მოკავშირე იყო. კოალიციამ მოიპოვა ხმების დაახლოებით 30% და დაიკავა 36 ადგილი 107-დან, რომელთაგან ოთხი მოიპოვა აღორძინებული სომხეთმა.
როდესაც ქოჩარიანმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ბლოკი აღორძინებული სომხეთი — ARF გახდა პარლამენტის მთავარი ოპოზიცია.
პარტია სამშობლომ, კიდევ ერთმა მცირე ოპოზიციურმა პარტიამ, პარლამენტი ივნისში დატოვა სომხეთის დედაქალაქში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. პარტია, რომელიც დაარსდა ფაშინიანის ყოფილი მოკავშირისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის მიერ, იყო სომხეთის ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ბლოკის ნაწილი.
მას შემდეგ, რაც ორმა ახალმა და პატარა პარტიამ დატოვა პარლამენტი, სომხეთის საკანონმდებლო ძალა დაუბრუნდა ქვეყნის ორ ყოფილ მმართველ პარტიას და ამჟამინდელ მმართველ პარტიას –– ARF-ს, რესპუბლიკურ პარტიას და პარტიას — სამოქალაქო კონტრაქტი.
ორი წლის განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ და სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი კონფლიქტების შემდეგ, სომხეთის ოპოზიცია ძირითადად არ ესწრებოდა პარლამენტის სესიებს და აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გადადგებოდა ქუჩის პროტესტის გზით. სამთვიანი აქციების მიუხედავად, მომიტინგეებმა ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს — ხელისუფლების შეცვლას.
სომხეთის მმართველი სამოქალაქო კონტრაქტი იმუქრებოდა ოპოზიციური პარლამენტის წევრების გარიცხვით, ანტისამთავრობო აქციების დროს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ უკან დაიხია შესაბამისი კანონპროექტის პირველი განხილვის შემდეგ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები