იურისტის კომენტარი აფგან მუხთარლის საქმეზე: ქართული მხარე კითხვის ნიშნებს ვერ დატოვებს
ამ დროისთვის აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სათაო ოფისში იმყოფება. მისი მდგომარეობის შესახებ, On.ge-ს TDI-ის იურისტი, შოთა თუთბერიძე, ესაუბრა.
იურისტი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გატაცებულია, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს გატაცების მოწმე, რომელმაც დაინახა, "როგორ ჩატენეს მანქანაში აფგან მუხთარლი" და წაიყვანეს:
"მისი მდგომარეობა სახარბიელო არაა, ის დიაბეტითაა დაავადებული, ამასთან სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული, მისი ადვოკატის განმარტებით. სავარაუდოდ, ნეკნი აქვს ჩატეხილი და სახე დაზიანებული. მას გარეგნული დათვალიერებითაც ეტყობა ეს დაზიანებები".
თუთბერიძის თქმით, რაც შეეხება მუხთარლის სამართლებრივ მდგომარეობას, საბოლოო კვალიფიკაცია და საბოლოო ბრალდება ჯერ არაა ცნობილი, თუმცა წაყენებული აქვს ორი ბრალი, საზღვრის უკანონო კვეთისა და ვალუტის უკანონო შეტანის:
"ჯიბეში "უპოვეს" 10 000 ევრო. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ამ თანხასთან ერთად ჯიბეში ჰქონდა 2 ლარი და ხურდები. ცხადია, რომ ეს 10 ათასი ევრო მისი ნამდვილად არ არის.
გატაცების სურათი რომ აღვადგინოთ, გაიტაცეს საქართველოდან, თბილისიდან, ჩამოაცვეს თავზე ტომარა, მერე როცა თქვა, რომ იგუდებოდა და ვერ სუნთქავდა, თვალები აუხვიეს მაისურით. სამჯერ გამოიცვალეს მანქანა. ბოლო მანქანაში მიხვდა, რომ უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ მანქანაში, იმიტომ რომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ.
ის გამოქცეულია აზერბაიჯანიდან და ცხადია, ის იქ არ დაბრუნდება, მით უმეტეს, რომ არ გააჩნდა საფულე, პასპორტი, მას არ ჰქონდა დოკუმენტაცია თან, საშინაო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი".
იურისტის თქმით, ვერ იტყვის იმას, თუ სად მიიღო სხეულის დაზიანებები აფგან მუხთარლიმ, აზერბაიჯანში ჩაყვანის შემდეგ თუ საქართველოს ტერიტორიაზე. თუთბერიძე დასძენს, რომ სად ცემეს ჟურნალისტი, რომელ ტერიტორიაზე, ამას ვერც თავად მუხთარლი იტყვის, რადგან არც კი იცის, რეალურად როდის და როგორ გადალახა საზღვარი იმიტომ, რომ იზოლირებული იყო, და თვალები ახვეული ჰქონდა.
თუთბერიძე დასძენს, რომ სამართლებრივად რთული არაა იმის დამტკიცება, რომ მუხთარლი გატაცებულია, თუმცა რთულია იმის დადგენა, სად მიადგა ფიზიკური დაზიანებები:
"ჩემი აზრით, ეს დაზიანებები აქ [საქართველოში] არ იყო მიყენებული, რადგან გამტაცებლების მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეტენათ მანქანაში და ნაკლები ხალხის ყურადღება მიეპყროთ. გატაცების დასაწყისში, როგორც წესი, არ ხდება ზიანის მიყენება. გზაში მუხთარრლს გონება არ დაუკარგავს".
იურისტი მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევასა, და მეგობრის მონათხრობსაც გვიყვება:
"ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის საღამოს ელოდებოდა აფგანს სახლში, დააბარა სურსათი. ის მეგობრებთან ერთად იყო კაფეში, სადაც გვიან დაიშალნენ. მეორე დილითაც რომ არ მივიდა სახლში, მაშინ უკვე მუხთარლის ცოლმა დაურეკა მის მეგობარს და მაშინ გაირკვა, რომ ის დაიკარგა.
მათ მეტი არაფერი იციან იმის გარდა, რომ დიდი ხანია უთვალთვალებდნენ. მათ შორის, მის მეგობარს, დაშგინ აგარალრისაც. იყო შემთხვევა, როცა მუხთარლის სახლთან დაუდეს ფოტოსურათები, სადაც თვითონ იყო გამოსახული. რეალურად, ეს არ იყო ფარული ადევნება, ეს იყო ცალსახად მინიშნება, ღიად უთხრეს, ვიცით რასაც აკეთებო. ამაზე თავად მუხთარლიმ მიმართა სახალხო დამცველს და შესაბამის უწყებებს".
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელსაც ქართულმა მხარემაც უნდა უპასუხოს:
"არსებული უამრავი კითხვიდან, ყველაზე ლეგიტიმურია, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი. ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანული მხარის ვერსია იქნება, რომ ის გაიპარა საქართველოდან, გადაკვეთა საზღვარი, არა საქართველოს გამშვებ პუნქტზე, არამედ სადღაც სხვაგან, და ვითომ, ქართველ სამართალდამცავებს გაექცა და აზერბაიჯანელებს ვერ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ფორმალურად შეიძლება არსებობდეს, პრაქტიკულად არანაირი ლოგიკური ჯაჭვი ამაში არ არის".
იურისტი არ გამორიცხავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებაში ქართული მხარის მონაწილეობას და პასუხისმგებლობაზე საუბრობს:
"მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობდა, მით უმეტეს, ადვოკატისა და მუხთარლის განცხადებით, პირველ ორ მანქანაში, შესაძლოა, ქართველები ყოფილიყვნენ.
ერთი ვერსია ისაა, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები თბილისში ატარებენ სპეცოპერაციას და თავხედურად იტაცებენ ადამიანს დედაქალაქიდან. ცხადია. ეს სრული კრახია ქართული სამართლებრივი და უსაფრთხოების სისტემის, მე მგონია, ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ვეღარ ფუნქციონირებს.
მეორე ვარიანტია, რომ ეს ყველაფერი ქართული სპეცსამსახურების მწვანე შუქის ფონზე მოხდა და ჩვენმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო ამ ყველაფრის ჩატარებას თბილისში. ეს ნაწილიც, ცხადია ,დასაგმობია და ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის ძირითადი უფლებები და ადამიანი გაყიდა კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, ან ნავთობისა და გაზის რაღაც კონკრეტულ მოცულობაზე.
ეს გაუმართლებელია როგორც ევროპული კონვენციით, ისე - ჩვენი კანონმდებლობით. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, საქართველოს ტერიტორიაზე, მის იურისდიქციაზე, სრულად გაავრცელოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ სახელმწიფოს გაუჭირდება კითხვის ნიშნების დატოვება ამ საქმეზე და თუ გვინდა, რომ სამართლებრივად გამოვიდეთ დასაბუთებული პოზიციით, ყველა ამ კითხვის პასუხი უნდა გავცეთ საკმაოდ მაღალი სტანდარტით. თუმცა, საკმაოდ რთულად წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხერხდეს ეს".
შოთა თუთბერიძის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში დაბრუნება რთული იქნება, თუმცა საქმიდან გამომდინარე, შესაძლოა ის უსაფრთხო ქვეყანაში გადაიყვანონ:
"საკმაოდ რთული იქნება ამ ეტაპზე საქართველოში მისი დაბრუნება, რადგან პირი აზერბაიჯანის მოქალაქეა და საქართველოში მის წინააღმდეგ საქმე არაა აღძრული. ექსტრადიცია ვერ განხორციელდება, რადგან საექსტრადიციო მოთხოვნას, სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს. ჯერ უნდა გაირკვეს, როგორ მოხდა ამ ადამიანის გადაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მას საფრთხე ემუქრება აზერბაიჯანში და ის არასამართლებრივი გზებითაა მოხვედრილი აზერბაიჯანში, და ეს ასე იქნება, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ ეს ჟურნალისტი დროებითი ღონისძიების სახით უსაფრთხო ქვეყანაში იყოს გადაყვანილი".
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყება აცხადებს, რომ აღნიშნულზე აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. თავად აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობთ, მუხთარლიმ უკანონოდ სცადა საზღვრის გადაკვეთა, რა დროსაც ის დააკავეს.
მუხთარლის საქმეზე განცხადებები გაავრცელეს ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, სულხან სალაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ჟურნალისტი, რომელიც სავარაუდოდ გაიტაცეს, ღიად დაადანაშაულა ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
აზერბაიჯანის პროკურატურამ განაცხადა, რომ მუხთარლიმ დაკავებისას სამართალდამცავებს "წინააღმდეგობა გაუწია".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები