ისტორიული აღიარება — პორშე ცენტრი თბილისს მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
ფოტო: თეგეტა
- პორშე ცენტრი თბილისმა ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო
პორშე ცენტრი თბილისმა პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში პორშე ცენტრი თბილისი ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა.
Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები წლის ბოლოს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. Porsche After Sales World Challenge-ის კონკურსში ჟიური გამარჯვებულებს 5 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით არჩევს, რაც მოიცავს როგორც სერვისის გამართულობას, ისე სათადარიგო ნაწილების ბიზნესსა და მარკეტინგულ აქტივობებს.
ირაკლი იმნაძე, პორშე ცენტრი თბილისის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: "Porsche After Sales World Challenge არის კონკურსი, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 27 ბაზარს შორის საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. კონკურსში საქართველოს ჩვენ, პორშე ცენტრი თბილისი, წარმოვადგენდით და კონკურენციას ვუწევდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს.
ეს არის კონკურსი, სადაც არანაირი მონეტარული ინტერესი არ არსებობს, მიზანი მხოლოდ კომპანიის პრესტიჟი და ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, რომ პორშეს სამყაროში მოპოვებული ამ ისტორიული აღიარების შემდეგ, პორშეს სათავო ოფისიდან პორშე ცენტრი თბილისის მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ აღიარების შემდეგ ჩვენს გუნდს პირველი ადგილის ამბიციაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ უფრო მეტი გამოწვევაც დაგვისახა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მოწინავე ადგილი და საუკეთესო შემთხვევაში ვიბრძოლოთ მსოფლიოში პირველობისთვის."
პორშე ცენტრი თბილისის მსოფლიო აღიარების შემდეგ საქართველო პორშეს სამყაროში საპატიო ადგილზე მოინიშნა. ბრენდის ქართული წარმომადგენლობა კი იმ ქვეყნებს შორის ჩაიწერა, რომლებიც მოწინავეები არიან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები