მძევლის ცნობით, თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხის რაოდენობა შეცვალა — რა ვიცით ამ დროისთვის
ერთ-ერთი მძევლის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის საუბარი, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში ბანკში შეჭრილმა პირმა მოთხოვნები შეცვალა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულ
პირს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.
- ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებს და შესასრულებლად დროს იძლევა;
- მან მძევლები დაახლოებით 11 საათის შემდეგ აიყვანა.
დეტალები: როგორც მძევალი ჰყვება, თავდამსხმელი ახლა მილიონ ნახევარს და ორი მძევლის დატოვებას ითხოვს — თავდაპირველად მისი მოთხოვნა 2 მილიონი დოლარი იყო.
- "იგივე მდგომარეობაა, უნდა ფული, დაიტოვებს ორ გოგოს და დანარჩენს გამოუშვებს";
- "ცუდადაა, ექიმი სჭირდება, 1,5-ზე ჩამოვიდა, დავიტოვებ ორ გოგოს და დანარჩენს გავუშვებო, ვინ არის ის ორი გოგო არ ვიცი";
- ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, მომლაპარაკებლის ხმა, რომელიც შეიარაღებულ პირს ეუბნება, რომ ლარიდან დოლარში გადახურდავებას დრო სჭირდება;
- ასევე, კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე თავი მოხსნილი აქვს და იმუქრება, რომ სამართალდამცავების შესვლის შემთხვევაში ააფეთქებს.
მძევლები: მათი რაოდენობის შესახებ შსს-მ ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა. მედიებში გავრცელებული ცნობით, მათ შორის 2 ბანკის თანამშრომელია.
- მედიებში ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ;
- ამასთან, სავარაუდოდ, შსს-სთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, რადგან ერთ-ერთ ვიდეოში სახელს ახსენებენ, თუმცა დაზუსტებით რთულია იმის თქმა, ასე თავდამსხმელს მიმართავენ, თუ სხვას.
შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური — ის შემთხვევის ადგილას მხოლოდ 5 საათის შემდეგ ჩავიდა.
- ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს:
- მძევლად ხელში ჩაგდებას;
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
ტერორისტულ აქტს; - ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.
- ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები