ცვლილება, რომელიც პროტესტს მოჰყვა — შრომის უფლებების დასაცავად მოდელებმა პროფკავშირები შექმნეს
ფოტო: European Union in Georgia
პროფესიით მოდელმა ანა გავვამ საკუთარი და თავისი კოლეგების უფლებების დასაცავად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის მაისში ერთ-ერთი მოდელი მოდის კვირეულის ორგანიზატორმა ჩვენებიდან იმ მიზეზით მოხსნა, რომ მან კომენდანტის საათის დროს მუშაობა გააპროტესტა და დამსაქმებელს ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოსთხოვა. პრობლემები იქამდეც მრავლად იყო, თუმცა მოდელებს ამ ყველაფერთან ინდივიდუალურად გამკლავება უჭირდათ და თანამოაზრეების გარეშე ხმის ასამაღლებლად, პირველ ეტაპზე, არც საკმარისად გამბედავები იყვნენ.
"შემდეგ რამდენიმე გოგო გავერთიანდით. გვინდოდა, ჩვენი უფლებები დაგვეცვა და ამ მიზნით შესაბამისი პლატფორმა შეგვექმნა. მარტო ამ ყველაფრის ორგანიზება გვიჭირდა. მოგვიანებით რამდენიმე ორგანიზაცია დაგვიკავშირდა და დახმარება შემოგვთავაზა. ამან პროცესი უფრო გაგვიმარტივა", — იხსენებს ანა, რომელიც ახლა უკვე "მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების" თავმჯდომარეა.
"მას შემდეგ, რაც გავერთიანდით, გადავწყვიტეთ პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა, სადაც დიზაინერებიც მოვიწვიეთ, მოდის კვირეულის ორგანიზატორებიც. გვსურდა, პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად დიალოგი გაგვემართა, თუმცა ისინი საუბრისთვის მზად არ აღმოჩნდნენ", — განმარტავს ანა და ამბობს, რომ ამის შემდეგ მუშაობა უფრო გაააქტიურეს და საკუთარი ხმა მეტ ადამიანს მიაწვდინეს. შრომის ინსპექციასაც მიმართეს, რომელმაც სამოდელო სააგენტოები შეამოწმა. "აბსოლუტურად ყველა მათგანში დარღვევები აღმოაჩინეს. ახლა რემონიტორინგის შედეგებს ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესებული იქნება", — ამბობს ანა და ფიქრობს, რომ მიზნის მისაღწევად მხარეებს შორის დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
"ადრე მე და ჩემს კოლეგებს არ გვქონდა ინფორმაცია, თუ რა უფლებები ირღვეოდა დამსაქმებლების მხრიდან. ახლა გვინდა, რომ ამ გზის გავლა დამწყებ მოდელებს აღარ მოუწიოთ — ვცდილობთ, არსებულ გამოწვევებზე სათანადო წარმოდგენა შევუქმნათ, ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა ხდება ამ სფეროში და რატომ არის მნიშვნელოვანი შრომის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა", — განმარტავს ანა, რომელსაც ამ პროცესში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დაეხმარა.
სწორედ პროფკავშირებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის პროექტის "თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში" ფარგლებში, მოდელებმა დაფინანსება მიიღეს. ევროკავშირის დაფინანსების შედეგად გახდა შესაძლებელი პრესკონფერენციის ჩატარება და "მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების" დაფუძნებასთან დაკავშირებული პრეზენტაციის გამართვაც. ირკვევა, რომ კამპანიამ შედეგი გამოიღო — საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა არაერთმა მოდელმა გადაწყვიტა.
"აქამდე არ მახსენდება, ჩვენი გაერთიანებისთვის ოდესმე მოდელს მოემართოს. ასეთი პრეცედენტი არ გვქონია. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა შეეძლოთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგოებმა აქტიურობა დაიწყეს და ორგანიზაცია შევქმენით, ძალიან ბევრ მოდელს გაუჩნდა საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი და დასახმარებლადაც მოგვმართა", — იხსენებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და განმარტავს, რომ ბევრ მათგანს კონტრაქტის პირობების უხეში დარღვევა უფიქსირდებოდა.
"ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო — დიალოგის შედეგად, დამსაქმებლებმა კონტრაქტებს გადახედეს, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანეს. იმ მოდელებს, რომლებიც ხელშეკრულებებს ახლა აფორმებენ, სააგენტოები ისეთ კაბალურ პირობებს აღარ სთავაზობენ. მაგალითად, ახალ კონტრაქტებში თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ პირობაც გათვალისწინებულია და თუკი მოდელი წასვლას გადაწყვეტს, მას ჯარიმა აღარ დაეკისრება. ამიტომ დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი და, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტ ცვლილებას ველოდებით", — მიიჩნევს რაისა.
მიუხედავად იმისა, რომ ანას და მისი კოლეგების გამბედავმა ნაბიჯმა დამსაქმებლების უკმაყოფილება გამოიწვია და კომპანიების დიდმა ნაწილმა მათთან თანამშრომლობაც კი გაწყვიტა, ანა ფიქრობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა საჭირო. იქამდე კი, სანამ მეორე მხარე შესაბამის მზაობას გამოხატავს, მოდელები არაერთი ღონისძიების გამართვას გეგმავენ, რათა ინფორმაცია მეტ ადამიანს მიაწოდონ და საკუთარი შრომის უფლებების დასაცავად ბრძოლის დაწყება მათთან ერთად სხვებმაც გაბედონ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები