ივნისის დასაწყისში ვარდნის შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი იზრდება
ფოტო: Investnews
ბოლო მონაცემების მიხედვით, Tesla-ს აქციების ფასი მზარდ ტენდენციას აჩვენებს. თუმცა, ივნისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს შორის დაპირისპირებას კომპანიის აქციების ღირებულების ვარდნა მოჰყვა. როგორც ცნობილია, მასკი საარჩევნო კამპანიისა და მომდევნო პერიოდში ტრამპის ძლიერ მხარდამჭერად მიიჩნეოდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მასკი ტრამპის ეგრეთ წოდებულ "დიდ და მშვენიერ" გადასახადებისა და ხარჯვის გეგმას საჯაროდ შეეწინააღმდეგა. ამის საპირისპიროდ კი, ტრამპმა ის საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ტრამპმა შაბათს ისიც თქვა, რომ მისი ურთიერთობა მასკთან დასრულებულია. მასკმა კი სოციალურ ქსელ X-ზე ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ იდეა წამოაყენა.
აშშ-ის პრეზიდენტსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს შორის დაძაბულობამ Tesla-ს აქციების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია — კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივნისის პირველ კვირაში დაახლოებით 15%-ით დაეცა.
არსებული მდგომარეობით, მასკსა და ტრამპს შორის დაძაბულობა შემცირებულია. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ Tesla-ს დირექტორმა რამდენიმე კრიტიკული პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში უკვე წაშალა. ექსპერტების თქმით, ამჟამად Tesla-ს აქციების აღმავალი ტენდენცია შესაძლებელია უკავშირდებოდეს, როგორც ზოგადი დაძაბულობის მოხსნას, ისე რობოტექსის სერვისის ამოქმედებას ტეხასში, რაც ინვესტორებისთვის დამატებით დადებით ფაქტორს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი კომპანიის მომავლის პერსპექტივებს ჯერ კიდევ კრიტიკულად უყურებს. ეს უმთავრესად მასკისა და ტრამპის ურთიერთობის კომპანიის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენასთან არის დაკავშირებული. Argus Research-მა და Baird-მა განაცხადეს, რომ Tesla-ს აქციები ჯერ კიდევ რჩება მათ რჩეულ ფასიან ქაღალდებს შორის, თუმცა ეგრეთ წოდებულ შენახვის (Hold) რეიტინგს ამცირებენ.
არსებული მდგომარეობით, Tesla-ს (TSLA) ერთი აქციის ღირებულება 340.47 დოლარია. მისი აქციების ფასები წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია 15.69%-ით, ხოლო ბოლო ერთი წლის ჭრილში გაზრდილია 84%-ით. ამჟამად Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.097 ტრილიონი დოლარია და ის მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად არის მიჩნეული.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები