Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
ფოტო: თეგეტა
19-20 ივნისს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზე Tegeta Truck & Bus-მა MAN TGX-ის გამწევები წარადგინა.
MAN-ის სატვირთო ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ქმნიან, რის გამოც საერთაშორისო გადაზიდვებისას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო MAN TGX-ის EURO 6 ემისიის მქონე გამწევი, რომლის გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, MAN-ის ახალი თაობის გამწევები 7-8%-ით უფრო ეფექტიანია. საწვავის შემცირებული ხარჯი, დაზიანების ნაკლები ალბათობა, მაღალი გამძლეობა და ტექნიკის ცვეთის დაბალი მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრები, რომლებიც, ჯამში, MAN-ის სატვირთო ავტომობილის ფლობის საერთო ღირებულებას უფრო ეკონომიურს ხდის.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: "საქართველოს პოტენციალი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობა. წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიას ნახევარ მილიონზე მეტი სატრანზიტო მანქანა კვეთს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია Tegeta Truck & Bus-ის როლი, რადგან ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, მათ შორის არის გერმანული MAN. გამოფენაზე სწორედ MAN-ის ორი ერთეული სატვირთო ავტომობილი წარვადგინეთ. MAN TGX-ის გამწევები გამორჩეულია მახასიათებლებით. MAN-ის ბრენდის სატვირთოების ფლობა უფრო ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს“.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. ორდღიანი გამოფენის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
Tegeta Truck & Bus ბაზარს, MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების გარდა, Top Used სატვირთოებითაც ამარაგებს, მათ ყველა შესაბამისი უმაღლესი დონის სერვისი გავლილი აქვს ავტორიზებულ სერვისცენტრებში. Top Used ტექნიკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 10-15 წელს შეადგენს.
ღონისძიების ფარგლებში, B2B ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-ს საშუალება ჰქონდა, სატვირთო, ლოგისტიკური თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროთი დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო MAN-ის ბრენდის ავტომობილები და ასევე ინფორმაცია მიეწოდებინა „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების შესახებ.
თეგეტა ბიზნესი თეგეტა ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა. ის საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
თეგეტა ბიზნესის პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.
რაც შეეხება ფლიტ მენეჯმენტის სერვისს, ის ითვალისწინებს ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, საუკეთესო ფასებსა და პრემიუმ ხარისხის ბრენდებს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები