"აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს" — "ადვოკატთა ასოციაცია" პატიმრებისთვის სახაზინო ადვოკატების დანიშვნაზე
"მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს" — ასე ეხმაურება "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" სინდისის 11 პატიმრისთვის სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნას.
მათი განცხადებით, ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
"ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.
2025 წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს, სასამართლომ დაუშვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავდათ წინასწარ შერჩეული და ნდობით აღჭურვილი კერძო ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.
ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.
ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, "დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით"; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულისა და ადვოკატის შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ზღუდავდეს მხარის არჩევანს, რაც დაცვის ეფექტიანობის პირდაპირი გარანტიაა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი." — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წინა სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 სინდისის პატიმარს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ 24 ივნისის პროცესზე არ იმყოფებდა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი რეზო აჭარაძე. ქერაშვილმა სხდომის დატოვება ითხოვა. ამ მიზეზის გამო მოსამართლე გალუსტაშვილმა ყველა სინდისის პატიმარს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, რომელსაც 1 დღე მიეცა 16-ტომიანი საქმის გასაცნობად.
გალუსტაშვილის განცხადებას სინდისის პატიმრების და მათი ადვოკატების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლო უპატივცემულობას გამოხატავდა იმ იურისტების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად იმყოფებიან სასამართლო სხდომათა დარბაზში და იცავენ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს.
დღეს, 26 ივნისს, 11 პირის სასამართლო სხდომაზე 3-მა სახაზინო ადვოკატმა საქმის აცილება მოითხოვა.სახაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, მისმა დასაცავმა პირებმა — რევაზ კიკნაძემ, ვალერი თეთრაშვილმა, ონისე ცხადაძემ და რუსლან სივაკოვმა უნდობლობა გამოუცხადეს და მას პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეხვდნენ.
ასევე იხილეთ:
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები