"სოციალური ქსელის" მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო — ყველაფერი, რაც ფილმზე ვიცით
ფოტო: Screen Rant
სოციალური ქსელის, ოსკაროსანი დრამის, რომელიც Facebook-ის შექმნის შესახებ მოგვითხრობს, გაგრძელების შესაძლებლობაზე წლების განმავლობაში ვისმენდით ჭორებს, თუმცა ახლა დადასტურებულად ვიცით, რომ მალე ფილმის მეორე ნაწილს დიდ ეკრანებზე ვიხილავთ.
გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი აარონ სორკინი იქნება. შიდა წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს სოციალური ქსელის მეორე ნაწილს უწოდებენ, ის არა სიუჟეტის პირდაპირი გაგრძელება, არამედ ორიგინალი ფილმის შემდგომი ნაწილია.
ახალი ფილმი ახლა განვითარების პროცესშია და მის პროდიუსერებად სახელდებიან ტოდ ბლეკი, პიტერ რაისი, სორკინი და სტიუარტ ბესერი.
ჯესი აიზენბერგი მარკ ზაკერბერგის როლში
ფოტო: Columbia Pictures/Courtesy Everett Collection
სორკინის ორიგინალური სცენარი ეფუძნება Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ჯეფ ჰოროვიცის სერიას "Facebook-ის ფაილები" (The Facebook Files) — სკანდალურ სტატიებს, რომლებიც 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და ამხილა სოციალური ქსელის შიდა მექანიზმები და ზიანი, რომელსაც ის მომხმარებლებსა და საზოგადოებას აყენებდა.
ფილმი სოციალური ქსელი Sony Pictures-მა 2010 წელს გამოუშვა და იგი ბენ მეზრიჩის წიგნს, შემთხვევით მილიონერებს ეფუძნებოდა. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა როგორც მაყურებლებში, ისე კრიტიკოსებში, და $226 მილიონი გამოიმუშავა გლობალურად. ის რვა ოსკარზე იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ხოლო სამი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, რაც სწორედ სორკინს ერგო.
კადრი ფილმიდან "სოციალური ქსელი"
ფოტო: Columbia Pictures
წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალი ფილმი "6 იანვრის მოვლენებზე" არ იქნება (2021 წლის 6 იანვარს, როდესაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეცვივდნენ და არაერთი დანაშაული ჩაიდინეს) — ის არ შეეხება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებს, არამედ ასევე ფოკუსირდება Facebook-ის გავლენაზე თინეიჯერებზე, ბავშვებზე, ძალადობაზე და აშშ-ის გარეთ მდებარე ქვეყნებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ფილმი დევიდ ფინჩერმა გადაიღო, ახალ პროექტში რეჟისორის როლი თავად სორკინს ექნება, რომელმაც უკანასკნელ წლებში რეჟისორული უნარები განივითარა. მისი ბოლო რეჟისორული ნამუშევრებია Molly’s Game, The Trial of the Chicago 7 და Being the Ricardos. ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება გადაღებები, თუმცა ცნობილია, რომ უკვე შედგა ფილმთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება და ახლა სორკინი შესაბამისი მსახიობების შერჩევაზეა გადართული. თუ გავიხსენებთ, როგორ დაეხმარათ ფილმის პირველი ნაწილი ჯესი აიზენბერგსა და ენდრიუ გარფილდს პოპულარობის მოპოვებაში, მოსალოდნელია, რომ ჰოლივუდის ყველა აგენტი ეცდება, თავისი ამომავალი ვარსკვლავები სორკინის წინაშე წარადგინოს.
რაც შეეხება ჯესი აიზენბერგს, რომელიც Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული, ამ დროისთვის უცნობია, რა როლი ექნება მას ახალ ისტორიაში ან ჰქონდა თუ არა სორკინს მასთან კონტაქტი ამ როლის გასამეორებლად. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ Facebook-ის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში მარკ ზაკერბერგი საერთოდ არ გამოჩნდეს.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები