FAPESP Week France-ის ჯანდაცვის კონფერენციაზე მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყის მორიელის (Brotheas amazonicus) შხამი კიბოს უჯრედებს ხოცავს. შესაძლოა, ეს ძუძუს კიბოს მკურნალობაში დაგვეხმაროს.

მსოფლიო მოსახლეობის დაბერება, ასევე დამაბინძურებლების გაზრდილი ზემოქმედება და მოწყვლადი ეკოსისტემა ხშირად კიბოს გამომწვევი მიზეზები ხდება. ამიტომ, მკვლევრები მკურნალობის მეთოდებს ბევრგან ეძებენ, მათ შორის მორიელის კუდში.

ბრაზილიელმა მკვლევრებმა პოტენციურად საინტერესო გენები სპეციალური ორგანიზმის დნმ-ში ჩანერგეს. ამის შემდეგ მათ მიღებული ცილების შემოწმება შეეძლოთ — მაგალითად, მორიელის შხამში არსებული ცილების.

"ჩვენ ამაზონის მორიელში ისეთი მოლეკულის იდენტიფიცირება შევძელით, რომელიც სხვა მორიელების შხამებში არსებული მოლეკულის მსგავსია. ისინი ძუძუს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს", — თქვა სან-პაულოს უნივერსიტეტის ფარმაკოლოგმა, ელიანე კანდიანი არანტესმა.

ქიმიოთერაპიული პრეპარატების მსგავსად, მოლეკულა BamazScplp1 ნეკროზს იწვევს. შედეგად უჯრედები კვდებიან.

ამ მკურნალობის მეთოდის შესწავლა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა გენების მოლეკულების წარმოსაქმნელად ამ ჰეტეროლოგიური ექსპრესიის მეთოდის გამოყენებით, ასევე აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც გველის შხამისა და პირუტყვის სისხლის კომპონენტისგან დამზადებული სისხლძარღვებს ზრდის.

"ეს ფაქტორი ახალი სისხლძარღვების ფორმირებას უწყობს ხელს. შესაძლებელია, რომ ეს ინდუსტრიულ მასშტაბებამდე გაიზარდოს, რადგან მისი მიღება ჰეტეროლოგიური ექსპრესიით არის შესაძლებელი", — ამბობს არანტესი.

ჰეტეროლოგური ექსპრესია მკვლევრებს ბიოაქტიური მოლეკულების შესწავლაში უნდა დაეხმაროს.

მკვლევრების თქმით, ამგვარი ტექნიკის გამოყენება მათ ბუნების ფარული სამკურნალო საშუალებების აღმოჩენაში დაეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.