უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაღუპულია 198 მოქალაქე, მათ შორის, 3 ბავშვი
ფოტო: REUTERS/Vyacheslav Madiyevskyy
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულია 198 სამოქალაქო პირი, მათ შორის, 3 ბავშვი. მის კომენტარს Ukrainskaia Pravda ავრცელებს.
"დამპყრობლების ხელში გვყავს 198 დაღუპული, მათ შორის, 3 ბავშვი. 1 115 დაშავებული, მათგან 33 ბავშვია", — ამბობს ის.
ომის მესამე დღეს უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს. 26 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა მეტროსადგურ ბერესტეისკასთან რუსული დანაყოფების კოლონა გაანადგურეს, ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა, უკრაინის დროშა ფრიალებს ხერსონშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე სამხედრო ტყვედაა აყვანილი.
26 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა რაკეტა ისროლეს კიევის მიმართულებითაც — დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი. მსხვერპლზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.
ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.
ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
Mortal Kombat II — უფრო მძაფრი სიუჟეტი და მეტი გართობა ფანებს Mortal Kombat II — უფრო მძაფრი სიუჟეტი და მეტი გართობა ფანებს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა კვლევის თანახმად, დინოზავრები იმაზე 10 მილიონი წლით ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს ისტორიაში პირველად, ბავშვობაში აღებული სათესლე ქსოვილიდან ნაყოფიერი სპერმატოზოიდები მიიღეს
გადახედვა
-
Amex ბარათით გადახდა უკვე თეგეტა მოტორსშიც არის შესაძლებელი — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდა უკვე თეგეტა მოტორსშიც არის შესაძლებელი — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა
-
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრებმა ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფორმატში მიიღეს მონაწილეობა ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრებმა ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფორმატში მიიღეს მონაწილეობა
გადახედვა
- რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში? რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში?
-
ეკლესიის შიგნით "გარკვეული დამაპირისპირებელი ხმები, კომენტარები, შეფასებები არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას" ეკლესიის შიგნით "გარკვეული დამაპირისპირებელი ხმები, კომენტარები, შეფასებები არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას"
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 36 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 36 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
გადახედვა
-
საია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას და მისი კომპეტენციის აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას აფასებს საია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას და მისი კომპეტენციის აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას აფასებს
გადახედვა
-
უკრაინაში დაღუპული 24 წლის ქართველი მებრძოლის, რევაზ გეგეჭკორის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა უკრაინაში დაღუპული 24 წლის ქართველი მებრძოლის, რევაზ გეგეჭკორის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
გადახედვა
-
ჟან ნოელ ბარო: აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120მ²-ით დაიხია უკან, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა ჟან ნოელ ბარო: აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120მ²-ით დაიხია უკან, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა
გადახედვა
-
მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი Euphoria-ს პერსონაჟი მხოლოდ თვალებით ქვიზი: გამოიცანი Euphoria-ს პერსონაჟი მხოლოდ თვალებით
-
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
გადახედვა
-
"ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია "ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
გადახედვა
-
ამოიღეს 30 მლნ ლარის ღირებულების 103 კგ-მდე "მეტამფეტამინი" — დაკავებულია ერთი პირი ამოიღეს 30 მლნ ლარის ღირებულების 103 კგ-მდე "მეტამფეტამინი" — დაკავებულია ერთი პირი
გადახედვა
-
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
-
რუბიო: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია "ეპიკური რისხვა" დასრულებულია, გადავდივართ ახალ ფაზა "პროექტ თავისუფლებაზე რუბიო: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია "ეპიკური რისხვა" დასრულებულია, გადავდივართ ახალ ფაზა "პროექტ თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში
გადახედვა
-
Fitch-მა ბაზისბანკისა და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა Fitch-მა ბაზისბანკისა და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
კომენტარები