Nike-ის პირველი გარბენი თბილისში — მორბენალთა ახალი საზოგადოების ისტორიის დასაწყისი
ფოტო: Nike
23 ივნისს თბილისში Nike ქართული სპორტული ისტორიის ახალ თავს გახსნის. საქართველოში პირველად გაიმართება ნაიკის მასობრივი გარბენი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში მორბენალთა ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას და საქართველოს ნაიკის გლობალური მორბენალთა ქსელის ნაწილად აქცევს.
ღონისძიება Nike-ის ახალი მაღაზიის გახსნას უკავშირდება, რომელიც საბურთალოს სითი მოლში მდებარეობს. გარბენი თბილისის ქუჩებში გაიმართება, ხოლო დასრულების შემდეგ მონაწილეებს საზეიმო პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.
ფოტო: Nike
Nike — მეტი ვიდრე უბრალოდ სირბილი
Nike-ის მორბენალთა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და სულ მალე საქმიანობას საქართველოშიც დაიწყებს. კლუბის მთავარი მიზანია ადამიანების შთაგონება მოძრაობისთვის, მათი მხარდაჭერა სპორტული მიზნების მიღწევის გზაზე და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნებისმიერი გამოცდილებისა და დონის მორბენალი თავს კომფორტულად და მისაღებად იგრძნობს. 23 ივნისს დაგეგმილი Nike Run Tbilisi პირველი ნაბიჯი იქნება ამ საზოგადოების ჩამოყალიბებაში და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ახლოდან გაეცნონ Nike Run Club-ის სამომავლო გეგმებს საქართველოში.
ფოტო: Nike
"Nike Run Tbilisi უბრალოდ ღონისძიება არ არის, ეს არის ახალი სპორტული კულტურის დასაწყისი საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ ამ გლობალური საზოგადოების ნაწილი ახლა საქართველოა.
პირველი ნაიკის გარბენი თბილისში სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც მომავალში რეგულარული გარბენების, ახალი მეგობრობების, სპორტული გამოცდილებებისა და მორბელანთა ძლიერი საზოგადოების საფუძველს შექმნის. სამომავლოდ გვინდა, რომ Nike Run Club გახდეს ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი, მიუხედავად გამოცდილებისა თუ ფიზიკური მომზადების დონისა, იგრძნობს მხარდაჭერას და შთაგონებას ახალი მიზნების მისაღწევად.
23 ივნისს ჩვენ ერთად ვიწყებთ ნაიკის ქართული ისტორიის შექმნას, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, წლების განმავლობაში განვითარდება და საქართველოს მორბენალთა კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. Nike-ის გლობალური მისია — "If you have a body, you are an athlete", ახლა კიდევ უფრო ახლოს მოდის ქართველ მომხმარებლებთან. პირველი ნაიკის გარბენი არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებაა, არამედ მოწვევა ყველასთვის, ვისაც სურს გახდეს ახალი მოძრაობის ნაწილი", — თიჯიელ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ინგა ლეკიაშვილი.
პირველი ნაბიჯები Nike Pegasus 42-თან ერთად
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გმირი Nike-ის უახლესი სარბენი მოდელი — Nike Pegasus 42 იქნება.
Pegasus სერია უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია ბრენდის სარბენი ხაზის სიმბოლოდ ითვლება. ახალი Pegasus 42 შექმნილია როგორც გამოცდილი, ისე დამწყები მორბენლებისთვის.
მოდელი გამოირჩევა გაუმჯობესებული კომფორტით, მსუბუქი კონსტრუქციითა და რეაქტიული ამორტიზაციით, რაც ყოველდღიურ ვარჯიშს უფრო ენერგიულსა და სასიამოვნოს ხდის. მისი მრავალმხრივი ხასიათი Pegasus 42-ს იდეალურ პარტნიორად აქცევს, როგორც მოკლე ქალაქურ გარბენებზე, ისე გრძელ დისტანციებზე.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ მოდელს და გაიგონ, რატომ ინარჩუნებს Pegasus მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარბენი ფეხსაცმლის სტატუსს.
თიჯიელ ჯგუფი Nike ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
Nike საქართველოში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. სწორედ ამ პერიოდიდან TGL Group გლობალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია ქვეყანაში. უკვე 27 წელია კომპანია წარმატებით ავითარებს Nike-ის საქმიანობას საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს ბრენდის უახლეს კოლექციებს, ინოვაციურ პროდუქტებსა და მსოფლიო სპორტული კულტურის გამოცდილებას.
დღეს კი ეს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის — Nike Run Tbilisi-ით, რომელიც საქართველოში მორბენალთა საზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისს აღნიშნავს და კიდევ უფრო აახლოებს ქართველ მომხმარებლებს Nike-ის გლობალურ სპორტულ ეკოსისტემასთან.
Nike-ის ოფიციალური მონობრენდული მაღაზიები მომხმარებლებს შეუძლიათ მოინახულონ შემდეგ მისამართებზე:
- სავაჭრო ცენტრი სითი მოლი, საბურთალო
- სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი
- ვაჟა-ფშაველას გამზირი N8, თბილისი
- რუსთაველის გამზირი N1, თბილისი
- აუთლეტ სოფელი
- ბარათაშვილის ქუჩა N20, ბათუმი
Nike-ის უახლესი კოლექციები და პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია TOPSPORT-ის მულტიბრენდულ მაღაზიებში თბილისში და ბათუმში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები