აქციებზე დაკავებული 573 პირი, დაკავებისას გაშიშვლების პრაქტიკა, შემზღუდავი კანონები — რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში?
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის დოკუმენტში ასახულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ძირითადი გამოწვევები, პენიტენციური სისტემის ხარვეზები, აქციებზე დაკავებულთა მდგომარეობა და საკანონმდებლო შეზღუდვები.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს საპატიმროებში პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების, სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების იძულების უკანონო პრაქტიკაზე. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა და მუდმივი საჩივრები გაჭიანურებულ მკურნალობაზე.
- ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
- "მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე
"უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვანების, პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს.
საანგარიშო წლის განმავლობაში პატიმრები კვლავ აქტიურად მოგვმართავდნენ გაჭიანურებული ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებებით", — აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენი საუბრობს საპატიმროებში არსებულ გადატვირთულობასა და რესოციალიზაციის პროგრამების დეფიციტზე. განსაკუთრებული რისკის მქონე დაწესებულებებში მსჯავრდებულები თითქმის მთელ დღეს საკნებში ატარებენ, რაც მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
"პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების არასაკმარისი რაოდენობა, ასევე დახურულ, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების შეზღუდული რეჟიმი, ინციდენტების მართვის პრაქტიკა, გადატვირთულობა და საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება.
დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პატიმრები კვლავ 23 საათს ატარებენ საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო სივრცეებში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და სათანადო ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო სათანადო პირობები", — წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა ასეულობით დაკავებული მოინახულა. მათგან ნახევარზე მეტი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ბევრ მათგანს კი სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ივნისის საპროტესტო აქციების დროს.
- საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
- Freedom House: საქართველოში თავისუფლების ინდექსი ბოლო ერთ წლის განმავლობაში 4 ქულით შემცირდა
- გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
"ანგარიშის წარდგენის დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავდათ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 იყო ქალი და 2 არასრულწლოვანი [...] მოვინახულეთ ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი. დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს", — წერია სახალხო დამცველის ანგარიში.
ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება დამძიმდა — გაიზარდა უკანონო პატიმრობის ვადები, ხოლო გალისა და ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაწყებით კლასებში სრულად ჩაანაცვლეს უცხო ენის სტატუსით.
"წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულიად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა", — აღნიშნულია იოსელიანის ანგარიშში.
სახალხო დამცველის თქმით, საანგარიშო წელს გამოიკვეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შემზღუდავი ახალი რეგულაციები და არაპროპორციული სანქციები. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მშვიდობიანი ქმედებებისთვის უალტერნატივო ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესების გამო, მან სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
"სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით საანგარიშო წელი გამოირჩეოდა კანონმდებლობის გამკაცრების და ახალი რეგულაციების სიმრავლით. მათ შორის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით. ამასთან, უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ასევე, როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება [...] შეკრების თავისუფლების შემზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრე", — აღნიშნა იოსელიანმა სხდომაზე.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საჯარო სექტორიდან თანამშრომლების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა იქცა. მისივე განმარტებით, ორგანულ კანონში შესულმა ცვლილებებმა დააზიანა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლო პროცესების ღიაობის პრინციპი.
"2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლებად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების ფაქტები, რაც სავარაუდოდ მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდება. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა", — აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რათა აღმოიფხვრას სისტემური ხარვეზი, რომელიც ბრალდებულებს არასრულწლოვან შვილებთან კონტაქტს ავტომატურად უზღუდავს. იოსელიანის განმარტებით, აღნიშნული საკითხის შესწავლა ლევან ხაბეიშვილის საქმეს უკავშირდება, რის საფუძველზეც სახალხო დამცველი ითხოვს, საგამოძიებო ორგანოებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ინდივიდუალური შეფასება დაევალოთ.
- ლევან ხაბეიშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება
- ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
"საანგარიშო პერიოდში დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას.
აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის პერიოდში შეეზღუდა გარე სამყაროსთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. საგულისხმოა, რომ კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე რაიმე სპეციალურ რეგულაციას არ აწესებს.
აუცილებელია კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც საგამოძიებო ორგანოს დაევალება ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი. ამ საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტს წინადადებითაც მივმართე", — განაცხადა იოსელიანმა.
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
კომენტარები