საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში?
ფოტო: Pinterest
ზაფხულში ხომ ყველანი შვებულებაზე ფიქრით ვიწყებთ დღეს; ყავის ჭიქას რომ მოვიდგამთ, ყლუპებს შორისაც დასვენებაზე ვფიქრობთ, მერე გზად სამსახურისკენაც (უპირობოდ) ამას ვაკეთებთ. მოკლედ, სულ ეს აზრი გვიტრიალებს თავში, დაძინებამდე, და ალბათ გვესიზმრება კიდეც. ჰოდა, კარგი დროა ახლა შვებულებაში ყოფნისას რუტინის მნიშვნელობა და საჭიროება გადავიაზროთ.
როგორც კი ის ნანატრი პერიოდი იწყება, აი, ბოლო საქმეს რომ მოითავებ, თუ მაშინვე ყოველგვარ განრიგს და წესს ფეხებზე იკიდებ — იძინებ, როცა გინდა, იღვიძებ, როცა გინდა, საერთოდ აღარაფერს გეგმავ და თითქოს აბსოლუტური თავისუფლებით ტკბები, მაინცდამაინც კარგ საქმეს არ უკეთებ საკუთარ თავს.
ფოტო: Pinterest
ხანდახან, პირველი ორი დღე ეს მიდგომა მართლაც ამართლებს ხოლმე. მაგრამ მალევე ხვდები, რომ შუადღის ორ საათზე იღვიძებ, თავი გისკდება, მთელ დღეს ტელეფონის სქროლვაში ატარებ და რაღაცნაირად უფრო დაღლილი ხარ, ვიდრე მუშაობისას იყავი. მიზეზი მარტივია — როცა დროს არანაირი ჩარჩო არ აქვს, ორგანიზმს ორიენტირი ეცლება და საღამოს ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს მთელი დღე იწექი, გეძინა, მაგრამ მაინც ვერ დაისვენე.
ან, შეიძლება, მეორე უკიდურესობაში ვარდები ხოლმე — ცოტა არ იყოს, ტოქსიკურ პროდუქტიულობაზე უარს ვერ ამბობ და მოჭიმულობა შვებულებაშიც თან მიგყვება. ეს ხშირად იმის შიშით ხდება, რომ გგონია, დროს უქმად დაკარგავ. ამის გამო დასვენებასაც კი შესასრულებელი საქმეების სიით გეგმავ: ადრე გაღვიძება, საუზმე გაწერილ დროში, ყოველდღე გადასადგმელი ნაბიჯების 20-ათასიანი ლიმიტი და ა.შ. რაღაც დროს უკვე ვეღარც ამჩნევ, როგორ გარდაიქმნება დასვენება მეორე სამსახურად.
გამოსავალი, როგორც ყოველთვის, შუალედის პოვნაა. შვებულებაში რუტინა საჭიროა, მაგრამ ეს რუტინა მკაცრ წესებად არ უნდა გადაგვექცეს.
ფოტო: Pinterest
გაგიკვირდებათ და, ჩვენს ტვინს უყვარს პროგნოზირებადობა. როცა ძილის, ჭამისა და აქტივობის რეჟიმი სრულად იშლება, სხეული ამას თავისუფლებად კი არ აღიქვამს, არამედ სტრესად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვითვალისწინებდეთ სულ ორ ან სამ პუნქტს, რომელიც დღის ჩარჩოს შექმნის და დროსაც უფრო ხელშესახებს გახდის. მაგალითად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაღვიძება (დილის 7-ზე არა, რა თქმა უნდა), საღამოს ფეხით სეირნობა, საუზმის ან ვახშმის განსაზღვრული დრო შეიძლება დაგეხმაროს. დანარჩენი ყველაფერი იყოს დაუგეგმავი.
მთავარი ისაა, გვახსოვდეს — შვებულება იმისთვისაა, რომ ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან დავისვენოთ და არა იმისთვის, რომ საკუთარი თავი საერთოდ დავკარგოთ.
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები