საია პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების პოზიციის ცვლილებას ეხმიანება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია "პირველის" "შაბათის ეთერში" გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დანაშაულის ჩადენაში პოლიციის თანამშრომლები არიან მხილებულნი, დაზარალებულებმა შესაბამის უწყებებს ბრალდებულების მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებით მიმართეს.
ორგანიზაცია პროკურატურასა და სასამართლოს მოუწოდებს, სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან დაკავშირებულ საქმეებში დაზარალებულთა პოზიცია შეაფასონ საჯარო ინტერესისა და სახელმწიფოს მიერ ასეთი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების გათვალისწინებით.
"საია ეხმიანება საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებშიც დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულმა პირებმა შესაბამის უწყებებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებებით მიმართეს.
დაზარალებულს აქვს უფლება, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდეს სამართლებრივი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონაშიც გამოიხატებოდეს, თუმცა საეჭვო და შესაბამისი უწყებებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რატომ აღარ აქვთ წამება/არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ პირებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია.
საია მოუწოდებს პროკურატურასა და სასამართლოს სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზე დაზარალებულთა პოზიციები შეაფასოს საჯარო დევნის ინტერესის შესაბამისად.
საია გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო წარმომადგენელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს, რომლებიც შესაძლოა ბრალდებულთა ან მათი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული იძულების, დაშინების, უკანონო დაპირების ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად იძულებულნი გახდნენ, უარი თქვან ან შეცვალონ საკუთარი სამართლებრივი პოზიცია ბრალდებულთა სასარგებლოდ", — წერია განცხადებაში.
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კომენტარები