ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა, ძალაში დატოვა. სადიგოვი დეპორტაციიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ დააკავეს და ამჟამად აზერბაიჯანში ძველ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ, თავისი ქმრის საქმეზე დაწერა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი ინსტანციის განჩინება პატიმრობის შესახებ ძალაში დარჩა.
სადიგოვამ განაცხადა, რომ მას არ გაჰკვირვებია ეს გადაწყვეტილება, რომელიც "[აზერბაიჯანის პრეზიდენტ] ილჰამ ალიევის მიერ მართულ სისტემაში" მიიღეს.
სადიგოვი 8 ივნისს, ბაქოდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ჯალილაბადში, ნიღბიანმა პირებმა დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა იმავე დღეს შეუფარდეს, დაკავება კი აპრილში მის საქართველოდან დეპორტაციას მოჰყვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს სახელმწიფო მოხელისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანმა მანამდე საქართველოს სადიგოვის ექსტრადიცია სთხოვა, რის გამოც ქართველმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2024 წლის აგვისტოში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, 2025 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც დაბლოკა მისი ექსტრადიცია საქმის არსებით განხილვამდე. შედეგად, სადიგოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამართული სხდომის შემდეგ, აფგანის აზერბაიჯანში დეპორტაცია განხორციელდა. თბილისში ყოფნისას სადიგოვი აგრძელებდა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას და ხშირად ესწრებოდა დედაქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციებს.
იმ ორთვიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის აზერბაიჯანში თავისუფალი იყო, სადიგოვმა მოახერხა საზღვარგარეთის პასპორტის აღება, თუმცა მან განაცხადა, რომ ქვეყნიდან გასვლისა და ოჯახთან გაერთიანების უფლებას მაინც არ აძლევდნენ.
- აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო
- მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
- ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
- საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
- რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები