როცა უბრალოდ ერთად ვართ — თეგეტაში მამის დღე აღნიშნეს
ფოტო: თეგეტა
ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხშირად ის წუთებია, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩანს. მამასთან ერთად სეირნობას, თამაშს ან საუბარს შეუძლია, ბავშვური უპირობო სიყვარულისა და უსაფრთხოების განცდა ათწლეულების შემდეგაც შეგვახსენოს. სწორედ ასეთი ყოველდღიური მომენტები ქმნის ემოციურ კავშირს მშობლებთან, რაც ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტია.
ამ იდეას ეხმიანება თეგეტა ჰოლდინგის წლევანდელი კამპანია, რომელიც მამის დღის აღნიშვნას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია — როცა უბრალოდ ერთად ვართ. კამპანიის მიზანია, მამებისა და შვილების ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი, რომელიც უბრალო მომენტებითა და ყოველდღიურობით იქმნება. თეგეტამ ამ დღის აღსანიშნავად თემატური ვიდეორგოლიც მოამზადა.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR კოორდინატორი: “მამის დღის აღნიშვნა ჩვენს CSR სტრატეგიასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეხმიანება. კომპანიაში უმრავლესობა კაცები არიან. შესაბამისად, მათი წახალისება და ამ საკითხზე დაფიქრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანასწორ პარტნიორობასა და პოზიტიური მშობლობის იდეებს, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამის როლიც ოჯახში აქტიურ ემოციურ ჩართულობასთან, ზრუნვასა და შვილებთან ერთად გატარებულ ხარისხიან დროსთან ასოცირდება.
წლევანდელი გზავნილიც — როცა უბრალოდ ერთად ვართ — გვახსენებს, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა განსაკუთრებული მოვლენები, არამედ მშობლებთან ერთად გატარებული ყოველდღიური მომენტებია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის უფრო თანასწორ, ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოს როგორც ოჯახში, ისე თეგეტასა და, ზოგადად, საზოგადოებაში“.
თეგეტა ჰოლდინგი უკვე მეხუთე წელია, უერთდება მამის დღის აღნიშვნას და თეგეტელი მამები ამ დღის აქტიური მონაწილეები არიან. კომპანია 2022 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia) და სხვადასხვა ინიციატივით მხარს უჭერს პოზიტიური მშობლობის, გენდერული თანასწორობისა და ოჯახურ პასუხისმგებლობებში კაცების ჩართულობის იდეას.
წლევანდელი კამპანია UNFPA in Georgia-სა და სააგენტო HIVE-თან თანამშრომლობით განხორციელდა. კომპანიამ თეგეტელ მამებს შვილებთან ერთად უმასპინძლა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რა არის ბავშვისთვის ყველაზე ძვირფასი, რას ნიშნავს შვილისთვის მამასთან ერთად ყოფნა და რატომ არის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი, როგორც ბავშვისთვის, ისე თავად მამისთვის.
ფოტო: თეგეტა
ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება კვლავ გამოწვევად რჩება. მამების აქტიური ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე, ამასთანავე, ის ხელს უწყობს ოჯახში პასუხისმგებლობების უფრო თანასწორ განაწილებას და ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
სწორედ ამიტომ მამის დღის აღნიშვნა მხოლოდ სიმბოლური თარიღი არ არის. ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვების აღზრდა ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა და ოჯახში თანასწორი პარტნიორობა ჯანსაღი საზოგადოებისა და მომავლის ერთ-ერთი საფუძველია.
ეთერ ნოღაიდელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA in Georgia) ანალიტიკოსი: “როდესაც შვილების ცხოვრებაში მამის როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ქართველი მამების 81%-ის აზრი, მიაჩნიათ, რომ მამობა ყველაზე მნიშვნელოვანი როლია მათ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ის მამები, რომლებმაც ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლეს, ამ გამოცდილებას აფასებენ, როგორც ტრანსფორმაციულს: ისინი საუბრობენ საკუთარი როლის გადაფასებაზე, მოთმინების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ემოციურ ზრდაზე. ეს ყველაფერი კი ისეთივე ფასეულია სამუშაო სივრცეში, როგორც პიროვნულ დონესა თუ ოჯახში. დასაქმებული მამების გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ ორგანიზაციული გარემო და მენეჯმენტის მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის, რათა აღნიშნული ტრანსფორმაცია პრაქტიკად ითარგმნოს და მშობლები რეალურად გახდნენ უფრო ჩართულები“.
წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი — როცა უბრალოდ ერთად ვართ — მამებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, კომპანიის მხრიდან მამობის როლის ხელშეწყობის კარგ მაგალითს აჩვენებს და იმ მთავარ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შვილების, მამებისა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები