მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. 16 ივლისს "რასსისკაია გაზეტა" მის წერილს აქვეყნებს, სადაც შვიდკოი წერს, რომ რობერტ სტურუას ახალი დადგმის — "ვეფხისტყაოსნის", ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ მისი თბილისში ვიზიტი ზუსტად ამ მოვლენას დაამთხვია. "სახელმწიფო თეატრმა თავისი 178-ე სეზონი ამ ახალი დადგმით დაასრულა", — წერს შვიდკოი წერილში.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მკითხველს უზიარებს, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ხელახლა წაიკითხა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც "საქართველოსთვის მხოლოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არ არის, ის ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველია.
შვიდკოი საკმაოდ ვრცელ წერილში იხსენებს რობერტ სტურუას ბიოგრაფიას, სპექტაკლებს და აღნიშნავს, რომ 1979 წელს მოსკოვი გაოგნებული დარჩა რუსთველის თეატრის ლეგენდარული გასტროლებით
"რობერტ სტურუამ, გამოჩენილი მასწავლებლისა და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლემ, 1962 წელს დაიწყო მუშაობა რუსთველის თეატრში. ის ცნობილი გახდა არტურ მილერის "სეილემის პროცესის“ 1965 წელს დადგმის შემდეგ. მაგრამ მე მჯერა, რომ მისი და თემურ ჩხეიძის ნამდვილი პოპულარობა "სამანიშვილის დედინაცვალმა" განაპირობა. გამიმართლა, რომ მისი პრემიერა 1969 წელს ვნახე", — წერს შვიდკოი.
მისი თქმით, "ვეფხისტყაოსნის" დადგმით სტურუა "მისთვისაც კი უპრეცედენტო რისკზე მიდის", თეატრალური წარმოდგენა პოემის ორიგინალურ ტექსტს ზედმიწევნით არ მისდევს, მაგრამ ნაწარმოების მაღალ ჰუმანისტურ მნიშვნელობას გადმოსცემს".
"საქართველოსთვის "ვეფხისტყაოსანი" უბრალოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არაა. ის ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველია, რომელიც დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა ქართველის ცხოვრებას მოიცავს. სწორედ ამიტომ გამოიწვია სტურუას დადგმამ ცხარე დებატები თეატრის კრიტიკოსებსა და ქართულ საზოგადოებაში. სად არის რეჟისორის თავისუფლების საზღვრები, როდესაც ის პოემის ტექსტს, რომლის წაკითხვასაც 10 საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა, მეტაფორული ხატოვნებით გაჯერებულ წარმოდგენად აქცევს, რომელიც 90 წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება? რუსთველის თეატრის ახალი დადგმა ორიგინალის სტილს მონურად არ იცავს, არამედ გადმოსცემს პოემის მაღალ ჰუმანისტურ მნიშვნელობას, მიმზიდველია იმ მაყურებლისთვის, რომელმაც იცის სამი რაინდის ხეტიალისა და გმირობის ბედნიერი დასასრული, რომლებიც თავშესაფარს პოულობენ საყვარელი დედოფლებისა და პრინცესების მკლავებში", — წერს შვიდკოი.
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
კომენტარები