პუტინმა უკრაინასთან და მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან დაიწყო ომი, მას ჩემი სახელმწიფოს განადგურება სურს — ზელენსკი
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი/Facebook
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მთელ დემორკატიულ სამყაროსთან დაიწყო ომი.
"მნიშვნელოვანია სიმართლის ოფიციალური წყაროებიდან მიღება. დღეს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პუტინმა უკრაინასთან და მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან დაიწყო ომი. მას ჩემი სახელმწიფოს განადგურება სურს. მას სურს გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო და ყველაფერი, რაც ავაშენეთ რისთვისაც ვცხოვრობთ", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ მიმართა უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში სამხედროებს და თქვა, რომ მისთვის ცნობილია მათი სრული ძალა.
"ვიცით უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალა, თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ", — თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდნენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთონ.
უკრაინის პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს მიმართა და თქვა, რომ ახლა მათი დახმარება სჭირდებათ.
"მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. თქვენ დიდი ძალა ხართ. თქვენ შეკრული ძალა ხართ და დაამტკიცეთ ეს. ახლა ძალიან გვჭირდებით", — თქვა მან.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.
ამავე თემაზე:
- მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს — ჯო ბაიდენი
- კანადა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და G7-ის ლიდერების შეხვედრას გეგმავს
გაიგეთ მეტი:
-
საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
-
შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს
გადახედვა
-
TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს
-
"ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
გადახედვა
-
Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო
გადახედვა
-
10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს 10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა
გადახედვა
-
როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში
-
მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული" მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული"
გადახედვა
-
ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს? ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს?
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში
გადახედვა
-
თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს
გადახედვა
-
დუა ლიპამ აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა დუა ლიპამ აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა
გადახედვა
-
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის 3 მეტროსადგურიდან ავტობუსები დაინიშნება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის 3 მეტროსადგურიდან ავტობუსები დაინიშნება
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი
გადახედვა
-
გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო
-
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას
გადახედვა
-
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
-
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა
გადახედვა
-
სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები