Telegram-ის დამფუძნებელი რუსი მილიარდერი თბილისში შენიშნეს — ვინ არის პაველ დუროვი?
Telegram-ის დამფუძნებელი რუსი მილიონერი პაველ დუროვი თბილისში შენიშნეს. ამის შესახებ ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თვითმხილველების ცნობით, ის გუშინ ადგილობრივ რესტორნებში ნახეს, მოგვიანებით კი ფოტოები და ვიდეოები გამოჩნდა, სადაც ბიზნესმენი, დაცვის გარემოცვაში, მთაწმინდის პარკში გადაადგილდებოდა ან რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო "რუმსის" მახლობლად იდგა.
პაველ დუროვი სასტუმრო "რუმსის" მიმდებარედ
ფოტო: Ateo Breaking
სოცმედიაში ასევე გავრცელდა დუროვის ქართული ოცნების დეპუტატ ვაკო თურნავასთან ერთად გადაღებული ფოტოც. VT Sakartvelo News-ის ცნობით, Telegram-ის დამფუძნებელი, სავარაუდოდ, საინვესტიციო-ტექნოლოგიურ კონფერენცია Teacher-ზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც 26-27 ივნისს თბილისში გაიმართება. კონფერენცია დახურულია და არაფერია ცნობილი მისი შემადგენლობის და მიზნების შესახებ.
მარცხენა ფოტოზე ვაკო თურნავა და პაველ დოროვი, მარჯვენა ფოტოზე — ვაკო თურნავა და თბილისის მერი კახა კალაძე
დუროვის საქართველოში ყოფნის მიზეზებზე ჰკითხეს დღეს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს. მან თქვა, რომ ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში მისასალმებელია.
"ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი, მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი როგორც ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას", — თქვა კობახიძემ.
Telegram-ს დუროვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია
ვინ არის პაველ დუროვი?
პაველ დუროვი რუსეთში დაბადებული მეწარმეა, რომელმაც სოციალური ქსელი Telegram დააფუძნა. მანამდე მან შექმნა რუსული სოციალური ქსელი VKontakte.
2024 წლის აგვისტოში საფრანგეთის ხელისუფლებამ ის დააკავა და გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ პროკურატურის აზრით, Telegram საკმარისად არ თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან და პლატფორმაზე დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ეფექტურ ზომებს არ იღებდა. საქმე ეხებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, თაღლითობასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობას, რომლებიც Telegram-ის მეშვეობით ხდებოდა.
რას ედავებიან დუროვს?
ფრანგმა პროკურორებმა მას დაახლოებით 12 პუნქტით წაუყენეს ბრალი, მათ შორის:
• ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის პლატფორმის გამოყენების ხელშეწყობა;
• ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალის გავრცელების ხელშეწყობა;
• ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობა;
• თაღლითური სქემებისა და ფულის გათეთრების ხელშეწყობა;
• კიბერდანაშაულისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გავრცელების ხელშეწყობა;
• სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ მოთხოვნებზე ინფორმაციისა და დოკუმენტების არასაკმარისი მიწოდება;
• Telegram-ის დაშიფვრის ზოგიერთი სერვისის საფრანგეთის მარეგულირებელ ორგანოებში არასათანადო რეგისტრაცია ან დეკლარირება.
ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული პუნქტი იყო ფრანგული ფორმულირება: "თანამონაწილეობა ონლაინ პლატფორმის მართვაში, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობას ემსახურებოდა". ამ ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 500 000 ევროს ჯარიმაა, თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს.
დუროვი გაათავისუფლეს 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ. ამას გარდა, მას დაევალა კვირაში ორჯერ პოლიციაში გამოცხადება. თავდაპირველად აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.
პაველ დუროვი
აქვს თუ არა პაველ დუროვს საერთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა?
პაველ დუროვს საერთაშორისო გადაადგილება შეზღუდული აღარ აქვს. თავდაპირველად, 2024 წელს მისი დაკავების შემდეგ, საფრანგეთის სასამართლომ მას აუკრძალა ქვეყნის დატოვება და დაავალა რეგულარულად გამოცხადება პოლიციაში. 2025 წლის ნოემბერში, ფრანგულმა ხელისუფლებამ მოგზაურობის აკრძალვა სრულად მოხსნა. ამასთან ერთად გაუქმდა პოლიციაში რეგულარული გამოცხადების ვალდებულებაც.
რა ეტაპზეა გამოძიება?
ეს არ ნიშნავს, რომ საქმე დახურულია — გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და დუროვი კვლავ ოფიციალურად არის გამოძიების ფიგურანტი, მაგრამ ამ ეტაპზე მას არ აქვს არც საფრანგეთის დატოვების და არც სხვა ქვეყნებში მოგზაურობის იურიდიული აკრძალვა
დუროვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პლატფორმის მფლობელის პასუხისმგებლობის დაკისრება მომხმარებლების ქმედებებზე არასწორია. Telegram-იც ამტკიცებს, რომ ის ევროკავშირის კანონმდებლობას იცავს და სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.
ეს საქმე საკმაოდ მნიშვნელოვანი პრეცედენტია: პირველად მოხდა, რომ დიდი ტექნოლოგიური პლატფორმის დამფუძნებელს პასუხისმგებლობა დააკისრეს არა საკუთარი ქმედებების, არამედ იმის გამო, თუ რამდენად ეფექტურად აკონტროლებდა პლატფორმაზე მიმდინარე უკანონო საქმიანობას.
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
კომენტარები