როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
ფოტო: Upgaming
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში კარიერის დაწყების მსურველებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად არა რთული სინტაქსი ან ალგორითმები, არამედ ერთი მარტივი, შინაგანი კითხვაა: მზად ვარ თუ არა? დამწყები სპეციალისტები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს კონკრეტული მომენტი, როდესაც ისინი ყველაფერს ისწავლიან და სამუშაოსთვის სრულყოფილად მზად იქნებიან. რეალობა კი ისაა, რომ დინამიურ ტექ გარემოში აბსოლუტური მზაობა მითია — პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის გარკვეულ შფოთვასთან და რისკთან არის დაკავშირებული.
მსგავსი ფსიქოლოგიური და პროფესიული ბარიერის დასამსხვრევად შექმნა Upgaming-მა Talent Growth პროგრამა. მისი მიზანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალურ პროცესებთან შეხების უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითია რევაზ კორძაია, რომელმაც წარმატებით გაიარა 4-თვიანი ინტენსიური პროგრამა და დღეს უკვე აპგეიმინგის გუნდის ჯუნიორ ბექენდ დეველოპერია.
თეორიიდან პრაქტიკამდე
უნივერსიტეტსა თუ სხვადასხვა სასწავლო კურსებზე მიღებული თეორიული ბაზა დამწყები სპეციალისტისთვის აუცილებელი საძირკველია, თუმცა რეალურ ინდუსტრიაში გადასვლა ახალი პარადიგმის წინაშე აყენებს ადამიანს. მთავარი გარდატეხა ხდება არა იმდენად დავალებების სირთულეში, არამედ აზროვნების სტილსა და იმ პასუხისმგებლობაში, რაც დამოუკიდებელ მუშაობას ახლავს. ტექნიკური უნარები მხოლოდ დასაწყისია — მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობაა.
სასწავლო გარემოდან რეალურ, ცოცხალ პროექტებზე გადასვლასა და პირველ პრაქტიკულ სხვაობაზე რევაზ კორძაია საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობს:
“სასწავლო ამოცანას აქვს სწორი პასუხი — იცი, რომ გადაწყვეტა არსებობს და შენ მას ეძებ. რეალურ მუშაობაში კი ხშირად პასუხი ჯერ არ არსებობს და თავად უნდა იპოვო გადაწყვეტა. პირველი დიდი სხვაობა სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო“.
მოცემულობა აჩვენებს, რომ პროფესიული ზრდა იქ იწყება, სადაც დეველოპერი აცნობიერებს, რომ მისი ყოველი არჩევანი გავლენას ახდენს პროდუქტის არქიტექტურასა და მთლიანი გუნდის მუშაობაზე.
პირველი შეცდომა და უსაფრთხო გარემო
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეტაპი ნებისმიერი დამწყები დეველოპერისთვის ის მომენტია, როდესაც მისი ნამუშევარი პირველად ხდება საერთო, დიდი სისტემის ნაწილი. მანამ, სანამ შენი იდეები მხოლოდ პირად კომპიუტერშია, რისკი მინიმალურია. მაგრამ როდესაც კოდი პირველად იგზავნება რეალურ პროდუქტში, პროცესი სრულიად სხვა ფსიქოლოგიურ წონას იძენს.
“მახსოვს ეს მომენტი, რა თქმა უნდა. პირველი merge-ის (კოდის საერთო სისტემაში ინტეგრაციის) შემდეგ უცნაური განცდა იყო — ერთდროულად სიამაყე და მცირე შფოთვა. სანამ კოდი შენს ეკრანზეა, ის შენი პირადი ექსპერიმენტია; შემდეგ კი ის ხდება რაღაც, რასაც სხვა ადამიანები ენდობიან. განსაკუთრებული მომენტია, რადგან ხვდები, რომ შენმა შექმნილმა, გამოგონებულმა რაღაცამ ხორცი შეისხა და გაცოცხლდა”.
ამ პასუხისმგებლობას თან ახლავს ბუნებრივი შიში — შეცდომის დაშვების შიში. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, სადაც პროცესები წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება, შეცდომები გარდაუვალია. თუმცა, ინოვაციების მთავარი საწვავი არა უშეცდომობა, არამედ კომპანიის შიდა კულტურა და ე.წ. ფსიქოლოგიური უსაფრთხოებაა. თუ გარემო ყოველ გადაცდომას დანაშაულად აღიქვამს, გუნდი იკეტება, წყვეტს ექსპერიმენტებს და გადადის თავდაცვის რეჟიმზე. რევაზისთვის ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აღმოჩენა აპგეიმინგის ლაინაფის მენტალიტეტი გახდა:
“ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც აქ ვისწავლე — შეცდომა აქ არ განიხილება როგორც დანაშაული, არამედ როგორც გამოცდილების ნაწილი“.
როდესაც ორგანიზაციაში შეცდომა აღიქმება არა როგორც დასასჯელი ქმედება, არამედ როგორც ინვესტიცია თანამშრომლის გამოცდილებაში, ტალანტებს ეხსნებათ მთავარი ბლოკი. სწორედ შეცდომის დაშვების უსაფრთხო უფლება აძლევს მათ იმ თავდაჯერებულობას, რაც მოგვიანებით უნიკალური და გაბედული პროდუქტების შექმნაში ტრანსფორმირდება.
ნაკლები შეკითხვების ფენომენი და სისტემური აზროვნება
სასწავლო პროგრამიდან დამოუკიდებელ მუშაობაზე გადასვლის ყველაზე ზუსტი საზომი დროთა განმავლობაში თანამშრომლის ავტონომიურობის ხარისხია. დასაწყისში გუნდის უფროსი წევრების როლი მუდმივი ნავიგაცია და დამწყების უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემაა. თუმცა, პროფესიული ნახტომი ხდება მაშინ, როცა კითხვების რაოდენობა კი არ ნულდება, არამედ იცვლება მათი სტრუქტურა და წონა.
რევაზის თქმით ეს ცვლილება საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში მკაფიოდ იგრძნო:
“დიახ, ეს ცვლილება ნამდვილად ვიგრძენი. თუმცა საინტერესო მომენტი ისაა, რომ შეკითხვების შემცირება პირდაპირპროპორციული გახდა ამ შეკითხვების ხარისხის. ახლა დასმულ ერთ შეკითხვას უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე მანამდე დასმულ რამდენიმეს. თავდაჯერებულობა ხომ ერთ დღეში არ მოსულა — შრომით და სხვებზე დაკვირვებით საჭირო გამოცდილება დაგროვდა. ყოველი გადაჭრილი ამოცანა პატარა მტკიცებულებად გროვდება, რაც საბოლოოდ საკუთარი თავის მიმართ ნდობად გადაიქცა“.
ეს ევოლუცია არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პროგრამული ენის უკეთ ათვისების შედეგი. ეს არის გადასვლა ლოკალური ამოცანებიდან სისტემურ აზროვნებაზე, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებული კომპეტენციაა. რევაზის თქმით, ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლო სწორი მეთოდებით ორიენტირება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, ხოლო პასუხამდე მისვლის უნარი უცვლელი რჩება.
გარედან ამ პროცესზე დაკვირვება მენტორისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. როგორც წესი, გამოცდილი ინჟინრები ზუსტად ამ მომენტში ამჩნევენ, რომ დამწყები ტალანტი გუნდის სრულფასოვან, დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. თავდაპირველი ურთიერთობა, რომელიც კითხვა-პასუხისა და მინიშნებებისგან შედგებოდა, თანდათან ორმხრივ პროფესიულ დიალოგად გადაიქცა, სადაც გადაწყვეტილებებს უკვე ერთად, როგორც თანასწორი კოლეგები, ისე განიხილავენ.
სწორი გარემოს ფორმულა
ტექნოლოგიურ სექტორში ხშირად არსებობს მითი, რომ წარმატება 100% მხოლოდ კოდის წერის ტექნიკურ უნარებზე გადის. თუმცა, რეალობა აჩვენებს, რომ პროფესიული ადაპტაციის უდიდესი ნაწილი სოციალურ ინტელექტსა და გუნდში ნდობის მოპოვებაზეა დამოკიდებული. სწორი გარემო უპირველესად ადამიანურ კავშირებსა და საერთო ტალღაზე ყოფნას ეყრდნობა.
“რეალურად, გუნდში ადაპტაცია მხოლოდ სამუშაო პროცესს არ მოიცავს. აპგეიმინგის კორპორატიულმა აქტივობებმა, არაფორმალურმა მომენტებმა და ყოველდღიურმა საუბრებმა გაცილებით მეტი შემძინა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ დროს ბევრად უკეთ გავიგეთ, როგორ უნდა გვემუშავა ერთმანეთთან, რათა სწორი დინამიკა შეგვექმნა. ბევრად მარტივი გახდა ნდობის ჩამოყალიბება და ყოველი ჩვენგანის ძლიერი უნარების შეთავსება“.
სწორედ ნდობისა და მხარდაჭერის ბაზაზე იბადება ფორმულა, რომელიც ნიჭს პროფესიონალიზმად აქცევს. როდესაც ახალბედა ტალანტს ეხსნება შიში იმისა არის თუ არა მზად და ხვდება ეკოსისტემაში, რომელიც შეცდომის უფლებასაც აძლევს და ავტონომიურობასაც უვითარებს, პოტენციალი რეალურ ძალად ტრანსფორმირდება.
რევაზ კორძაიასთვის ეს აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ის მომავალ ტალანტებსაც უზიარებს:
“ჩემთვის სწორი გარემო არის ადგილი, სადაც დამოუკიდებლობასა და მხარდაჭერას შორის ფაქიზი ბალანსის დაჭერაა შესაძლებელი. ისეთი გარემო, სადაც იმ მომენტებშიც კი სჯერათ შენი, როდესაც თავადაც არ ხარ სრულად საკუთარ თავში დარწმუნებული. სწორედ ასეთ გარემოში იქცევა პოტენციალი რეალურ უნარად. პირველი ნაბიჯი არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას. ის ნიშნავს მზადყოფნას, რომ ამ გზაზე ისწავლო“.
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში აბსოლუტური მზაობა არ არსებობს. თუ გაქვს ნიჭი და სწავლის სურვილი, მთავარია იდეა და მიზანსწრაფულობა. Talent Growth პროგრამა უნიკალურ შანსს იძლევა, მიიღო რეალური გამოცდილება, ძლიერი მენტორობა და უსაფრთხო გარემო შენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისთვის.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
კომენტარები