ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ჰუმანოიდი რობოტი, Unitree G1, მოწყალებას ითხოვდა, რათა "ელექტროენერგიის გადასახადს გასწვდომოდა".

ასევე იხილეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება

რობოტი საკუთარ ქუსლებზე იჯდა და გადაჭდობილი ხელები ხალხისკენ ჰქონდა გაშვერილი. იგი მათგან მონეტებსა და QR კოდის დასკანერებას ითხოვდა, რომლითაც ხალხი მას ციფრულ ფულს გადაურიცხავდა. G1-ის თქმით, მას თავისი ბატარეის დასატენი ფული არ ჰქონდა. ცნობისთვის, ამ რობოტის ბატარეა 2 საათს ძლებს.

ასევე იხილეთ: ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა

ჩინურ სოციალურ პლატფორმა Rednote-ზე ეს ამბავი მომხმარებლების უმრავლესობამ სასაცილოდ მიიჩნია, თუმცა ზოგმა სიტუაციას კრიტიკული თვალით შეხედა: "რობოტები სამსახურს უკვე მოწყალების მთხოვნელებსაც ართმევენ", "ასე ნახულობს კომპანია Unitree მოგებას?"

ამ დროისთვის რობოტის უჩვეულო ქცევაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა უცნობია. ზოგადად, ჩინეთში რობოტიკის სფერო განსაკუთრებულადაა განვითარებული, თუმცა, სწრაფი განვითარების პარალელურად, იქ უჩვეულო ინციდენტებიც ხშირია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.