მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები
საერთაშორისო ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის ინფორმაციით, შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე — რატომ ყიდულობს სახის ამომცნობ სათვალთვალო კამერებს შსს იმ კომპანიისგან, რომელიც შეიძლება მოსკოვში FSB-სთან თანამშრომლობდეს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და "დეტალურად გაარკვევს".
"ეს თქვენგან მესმის პირველად. რამდენად ახლოს არის რეალობასთან, ამას ძალიან ახლო მომავალი გვაჩვენებს, დეტალურად გავარკვევ და მერე ყველაფერს გეტყვით. სათქმელი იქნება — გეტყვით, თუ საიდუმლო იქნება — არ გეტყვით", — თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაში პრობლემა არ არის და "მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელ ქვეყანაში შეეცდებით მათ დაყენებას
"სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაა პრობლემა? სათვალთვალო კამერები, რომელიც არის სახის ამომცნობი კამერა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, ვეცდებით, რომ დავაყენოთ მთელ ქვეყანაში. ...არა მხოლოდ, არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში, მთელ ქვეყანაში შევეცდებით, რომ დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით, პრიორიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში შევეცდებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ.
[...] მოსკოვში რას ყიდულობს, ეს დიდი სისულელე მგონია ჯერ ერთი. არანაირი მოსკოვის შესყიდვა. ჩემი თანხმობის გარეშე არცერთი შესყიდვა არ გასულა. არა თუ მოსკოვის და არა თუ რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩვენთან არ შემოსულა, რომელსაც მე ხელი მოვაწერე. და სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის ეხლა მოსკოვიდან რაღაცა კამერებს, გამორიცხული ამბავია და ამიტომ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი. სიბერეში კეთილ სურვილებს გისურვებთ", — უთხრა მამუკა მდინარაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები