ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა — კულტურის სამინისტრო
ფოტო: რადიო თავისუფლება
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა. მათი ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში საშტატო პოზიციები 175-დან 146-მდე შემცირდა. მათივე თქმით, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, პარალელურად გახდა ოქროს ფონდის კურატორი, როგორც სამინისტრო განმარტავს, ამით "ხაზი გაესვა საგანძურის სტატუსს და მის წინაშე მდგარი გამოწვევების მნიშვნელობას". ასევე, გაერთიანდა მუზეუმის ის ფონდები, რომელთა კოლექციებიც შინაარსობრივად მსგავსი და ერთმანეთის მომიჯნავეა.
დღეს მედიაში ხელოვნების მუზეუმის 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე გავრცელდა ინფორმაცია. ამის შემდეგ On.ge შეეცადა დაკავშირებოდა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს, ასევე ხელოვნების მუზეუმის დირექტორს, ნიკა ახალბედაშვილს და მის მოადგილეებს, ნელი კობიაშვილსა და გია მარსაგიშვილს. თუმცა მათ ზარებზე არ გვიპასუხეს. კითხვებზე პასუხად კულტურის სამინისტრომ ეს განცხადება გამოგვიგზავნა. პრესსამსახურს ჯერ არ განუმარტავს, რეორგანიზაციის შედეგია თუ არა ამ სამი ადამიანის გათავისუფლებაც.
"შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის წლის 6 დეკემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი საშტატო განრიგი.
რეორგანიზაციის შედეგად, ნაცვლად მუზეუმის ფონდებში არსებული 9-საფეხურიანი თანამდებობრივი პირამიდისა (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, სპეციალისტი, ასისტენტ-კურატორი, კურატორი, უფროსი კურატორი, მთავარი კურატორი) დამტკიცდა მოქნილი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული 4-საფეხურიანი საშტატო განრიგი - ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, კურატორის მოადგილე და კურატორ", — ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატში არსებული ტექნიკური პოზიციები, მათ შორის, დურგალი, ელექტრიკოსი, ტექნიკური სპეციალისტი, მოლარე და სხვა, გარდაიქმნა შტატგარეშე პოზიციებად, ხოლო საშტატო ნუსხაში დარჩა საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, საგამოფენო და ადმინისტრაციული საქმიანობის განმახორციელებელი პოზიციები.
"რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები, რის შედეგადაც მოხერხდა დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილისთვის ხელფასების ზრდა. ეს პროცესი არ შეხებიათ მუზეუმის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს (რომელიც ოქროს ფონდს არ კურირებს).
მიუხედავად იმისა, რომ, რეორგანიზაციის შედეგად, ხელფასების ზრდა გახდა შესაძლებელი, მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მიღწეული ხელფასები კვლავ არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს და გეგმავს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, 2021 წლის მარტის თვიდან, ხელფასების შემდგომი მატების უზრუნველყოფას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სამინისტრო ასევე საუბრობს ფინანსებზე. მათი თქმით, ამჟამად განხორციელებული ცვლილებების შედეგად:
- ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, ლაბორანტისა და უფროსი ლაბორანტის არსებული 500 და 520-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, შეიქმნა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
- ასისტენტის არსებული 460-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
- უფროსი ასისტენტის არსებული 580-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა უფროსი ასისტენტის 750-ლარიანი პოზიცია;
- ასისტენტ - კურატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა კურატორის მოადგილის 800-ლარიანი პოზიცია;
- კურატორისა და უფროსი კურატორის 700 და 820-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, დამტკიცდა 850-ლარიანი კურატორის პოზიცია;
- სარესტავრაციო განყოფილების რესტავრატორის არსებული 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა რესტავრატორის 800-ლარიანი პოზიცია;
- სარესტავრაციო განყოფილების ასისტენტ-კონსერვატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტ-კონსერვატორის 700-ლარიანი პოზიცია;
- საგამოფენო განყოფილებაში ზედამხედველის არსებული 500-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ზედამხედველის 550-ლარიანი პოზიცია;
- საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის კურატორის 550-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის კურატორის 700-ლარიანი პოზიცია;
- საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის უფროსი კურატორის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის უფროსი კურატორის 800-ლარიანი პოზიცია;
- საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის მთავარი კურატორის 820-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის მთავარი კურატორის 950-ლარიანი პოზიცია;
- სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილებაში არსებული მეცნიერ-თანამშრომლის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა მეცნიერ-თანამშრომლის 800-ლარიანი პოზიცია.
2021 წლის 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა. ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები