7-ჯერ იცხო ზეთი, ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება — ფაჩუაშვილი სააკაშვილზე
ახალქალაქის, კუმურდოისა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ზეთი აცხო. მეუფე ამბობს, რომ ამით როგორც ადამიანის განკურნება, ასევე, დავიწყებული ცოდვების მიტევებაც შესაძლებელია.
"გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, რომ მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო, ასე ჰქვია. შემიძლია, დეტალურად მოგიყვეთ როგორ არის.
ერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ლოცვები, მე პირადად 2 საათი მჭირდება, რომ ხმამაღალი კითხვისას მთლიანად შევასრულო. 7-ჯერ ზეთისცხება, ასე უფრო არის ცნობილი ხალხისთვის. აი, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობაც და განკურნებაც ხდება და კიდევ ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს", — თქვა მან.
მის მიმართ საპატრიარქოს კრიტიკაზე მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის არა სააკაშვილთან შეხვედრის, არამედ შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკეს. მისივე თქმით, ის არაა ვალდებული ყოველ სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვ-კურთხევა აიღოს. მეუფე დასძენს, რომ მან პატრიარქთან თავის დროზე სააკაშვილის ზიარება უკვე შეათანხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც აქვს.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი წინა ნახვებთან შედარებით, დასუსტებული მოეჩვენება. ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, უფრო და უფრო რწმუნდება, რომ "სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია".
"რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართმლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აბსოლუტურად. აღსარება თქვა, ეზიარა, ეს ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 უკვე მასზე შესრულებულია, მე-7 ცოტა ადრეა", — ამბობს ის.
10 ნოემბერს საპატრიარქომ მეუფე ნიკოლოზი ექსპრეზიდენტზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. მათი თქმით, მიტროპოლიტმა სააკაშვილის შიმშილობა მარხვასთან გააიგივა, რაც მარხვის არსის დაკნინებაა და დასძინეს, რომ იმედი აქვთ, მეუფე მსგავს "გადაცდომებს" მომავალში აღარ დაუშვებს. 15 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე ნიკოლოზის კრიტიკაზე თქვა, რომ პატრიარქის შეუთანხმებლად საპატრიარქო არცერთ განცხადებას არ აკეთებს.
მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ორჯერ მოინახულა, პირველად 13 ოქტომბერს, მეორედ კი 8 ნოემბერს. პირველი ვიზიტის შემდეგ მეუფემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ციხიდან გამოსვლის და ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების იმედი აქვს. მეორე ვიზიტის შემდეგ მან თქვა, რომ სააკაშვილი აზიარა და მისგან აღსარება ჩაიბარა. ფაჩუაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ზიარების შესახებ პატრიარქს შეუთანხმდა და ეს მისი კურთხევით მოხდა
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები