პატრიარქთან შეუთანხმებლად არცერთი განცხადება არ კეთდება — ჯაღმაიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქთან შეუთანხმებლად არცერთი განცხადება არ კეთდება.
"ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს განცხადება არის რაღაც ჯგუფის აზრი პატრიარქთან შეუთანხმებელი. საპატრიარქო, ადმინისტრაცია ეხმარება პატრიარქს ადმინისტრირებაში, საქმის წარმართვაში, ამიტომ არცერთი განცხადება შეუთანხმებლად, ისე, რომ პატრიარქმა არ იცოდეს შინაარსი და არ იცოდეს რას ემსახურება და არ ჰქონდეს წაკითხული და თანხმობა არ იყოს მისგან, ასეთი განცხადება არ იდება არასდროს", — განაცხადა მან მაესტროს ეთერში.
მან მეუფე ნიკოლოზთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან თქვა, რომ უნდა შეესრულებინა მისია და შეეჩერებინა ეკლესიის პოლიტიკაში ძალით შეყვანის პროცესი შეეჩერებინა.
"პირველ რიგში, უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ მეუფე ნიკოლოზის ღვაწლი და შრომა ძალიან დიდია და ძალიან საპატივცემულო ადამიანი არის ჩვენს ეკლესიაში. დიდი ხნის მღვდელმთავარია და ბევრი საქმე აქვს შესაბამისად გაკეთებული ეკლესიის სასიკეთოდ. ძალიან უცნაური რამ პროცესები გამოიწვია სხვა განცხადებებმა, პირველ რიგში, მინდა განცხადების შესახებ ის ვთქვა, რომ ეს განცხადება არ ეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს.
ამ განცხადებას უნდა შეესრულებინა ასეთი მისია, რომ ბოლო პერიოდში ეკლესიის პოლიტიკაში ძალით შეყვანის პროცესი უნდა შეეჩერებინა. ჩვენ ვნახეთ, დიდი ხანია ვამბობთ ამას, რომ ეკლესიას თავის ფუნქცია აქვს, გამერთიანებელი ფუნქცია აქვს და ნუ დაიკავებთ ეკლესიის მიმართ რაღაც რადიკალურ პოზიციას იმიტომ, რომ როდესაც ეს შეეხება უკვე უშუალოდ ფუნდამენტურ შეხედულებებს, რაც ეკლესიაში არსებობს, ჩვენ მოგვიწევს ამაზე რეაგირება. გამოდის მერე, რომ ვიღაცის სასარგებლოდ არის, ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ არის. ნებისმიერი ჩვენგანი დღეს სატელევიზიო გამოსვლაში რისკავს, რომ სიტყვა, რომელსაც მოუზომელად იტყვის,შეიძლება გატანილ იქნეს იმ ველზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ზომავენ ამას", — თქვა მან.
10 ნოემბერს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ იმედი აქვთ, მეუფე ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები