ფეისბუქზე პუტინის გაკრიტიკების გამო შიო მუჯირმა და თეოდორე ჭუაძემ პირს სტიქარის გახდა მოთხოვეს — ფაილები
გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, საპატრიარქოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკა მიუღებლად მიაჩნდა და ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ერთგვარი სასჯელის ფორმასაც იყენებდა. როგორც ფაილებში ვკითხულობთ, 2019 წელს ერთ-ერთი პირს მღვდელმთავრებმა, შიო მუჯირმა და თეოდორე ჭუაძემ სტიქარის გახდა მოსთხოვეს იმის გამო, რომ ფეისბუქზე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისადმი კრიტიკული მიმართვა ჰქონდა.
ამის შესახებ წერია დოკუმენტში, რომელშიც სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერააა ასახული. ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა, სასულიერო პირმა და ჟურნალისტმა საკუთარი საუბრის ჩანაწერები ამოიცნო.
[08.07.19, 16:25:01]: პატრიარქის დაცვის უფროს ვანო კობაიძეს ამავე სამსახურის თანამშრომელმა ნოდარ ლელუაშვილმა აცნობა, რომ საპატრიარქოში მისულია სამების საკათედრო ტაძრის - - (ვინაობა და პოზიცია დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ). ამ უკანასკნელის განცხადებით, იგი საპატრიარქოში დაიბარეს ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული მიმართვის გამო, რისთვისაც შესაძლოა ჩამოერთვას სტიქარის ტარების უფლება.
ჩანაწერებში ვიგებთ იმასაც, რომ ამის შესახებ მან მეუფე იაკობს უთხრა. სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ამ დროს იაკობი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სტიქარის ჩაცმის უფლება მისცა, თან აღნიშნა, რომ მუჯირი და ჭუაძე მას კითხვის დასმას ვერ გაუბედავდნენ.
[08.07.19, 19:28:10]: სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა - - ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილთან დაიჩივლა, რომ ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო, მღვდელმთავრებმა შიო მუჯირმა და თეოდორე ჭუაძემ მოსთხოვეს სტიქარის გახდა.
აღნიშნულზე ი. იაკობიშვილმა (იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში) განაცხადა — "გავარტყი პუტინსაც და მაგათ ორივეს, მე გაძლევ კურთხევას სტიქარის ჩაცმაზე, ეგენი მე კითხვის დასმას ვერ გამიბედავენ".
ჩანაწერებით ირკვევა, რომ სტიქაროსანს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო პრობლემები ექმნებოდა სხვა მიმართულებითაც და ამ მიზეზით სამსახურიდან დაითხოვეს მისი ძმა.
02.07.20, 18:59:31: - - განმარტებით, მისი ძმა - -, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინსტროში, პატრიარქის თანაშემწის, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონა მაისურაძის და თავად ა. [ანზორ] ჩუბინიძის თხოვნის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მაინც გაანთავისუფლეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსები.
- - ასევე განაცხადა, რომ ა. ჩუბინიძის თხოვნის გამო, თავს იკავებს აღნიშნული ფაქტის გასაჯაროვებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჟურნალისტებთან ისაუბროს დეტალურად და განაცხადოს, რომ მისი ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ატვირთულია Word-ის ათასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
- გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები