რა ხდება: სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილე დააკავეს.

დეტალები: საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, ახალგაზრდა კაცი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

  • მისი განმარტებით, კაცი აქციის მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციელს ჩართული სამხრე კამერა და არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომ აქციის მონაწილემ სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა, პასუხი სირაძემ ვერ გასცა.
  • მისი თქმით, "დეტალები გაირკვევა".

ბოლო ხაზი: აქციის პარალელურად, პარაგრაფში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება მიმდინარეობს.