გრიგოლ გეგელია

3 May. 2024, 17:09

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. დადგა მომენტი, როდესაც რუსეთის მსახური მთავრობის ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ღიად დასდო ბრალი სახელმწიფო გადატრიალების ორი სხვადასხვა მცდელობის მხარდაჭერაში. 

ამით ქართული ოცნება დასავლეთის წინააღმდეგ უკვე დეკლარირებული, დაუფარავი ომის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის მიზანიც საქართველოს სრული იზოლაციაა.

ამერიკის ელჩი იძულებული გახდა საზოგადოებისთვის ემცნო, რომ რუსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტის გამართვაზე, რადგან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, რუსულმა ხელისუფლებამ ამჯობინა პუტინის კანონი, რომელიც მხოლოდ საქართველოს დაუძინებელ მტერს, რუსეთს მოსწონს და რომელიც საქართველოს დააკარგვინებს კანდიდატის სტატუსს, ვიზა-ლიბერალიზაციას და ევროპულ პერსპექტივას.

დღეს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია, რომლის მიზანი ნამდვილად არის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ოღონდ ე.წ. ქართული ხელისუფლების ხელით. გუშინ, სწორედ ამ შენობაში უნდა გამოცხადებულიყო მოღალატე რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაექცა კითხვებს და ჩირგვებში მიიმალა.

ქართულმა ოცნებამ საბოლოო და მკაფიოდ დეკლარირებული ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის ომი, რომელშიც იმარჯვებს ქართველი ერი და ჩვენი ევროპული არჩევანი.

— განაცხადა დღეს, 3 მაისს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე პარტია "ლელოს" საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ. გეგელიამ ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის ჭიშკართან გამართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…