მსოფლიო ბანკმა თალიბანს ავღანეთის დაფინანსება შეუწყვიტა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ, შეაჩეროს ავღანეთში პროექტები, ქვეყნის დაფინანების შეწყვეტის გადაწყვეტიელბა მსოფლიო ბანკმაც მიიღო. ეს გადაწყვეტილება მთავარმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ იმის გამო მიიღო, რომ შეშფოთებულნი არიან თალიბანის ხელში "ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, განსაკუთრებით ქალებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკს 2002 წლიდან ავღანეთში რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტებისთვის 5,3 მილიარდ დოლარზე მეტი (3.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) აქვს გამოყოფილი.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ სიტუაციას ჩვენი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან. ჩვენ ერთად ვეძებთ გზებს, რომლითაც შევძლებთ, ვიყოთ ჩართული, რათა შევინარჩუნოთ ძნელად მიღწეული განვითარება და გავაგრძელოთ ავღანეთის ხალხის მხარდაჭერა", — აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი BBC-ისთან ინტერვიუში.
მსოფლიო ბანკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ რამდენიმე დღეში მიიღო, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთში ტრანშები შეაჩერა. მანამდე კი ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინა, რომელიც აშშ-ში ინახება.
თალიბანის გადაწყვეტილებით კი, ქვეყნიდან ამერიკული დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანა მკაცრად აიკრძალა.
ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. ბოლო დღეებში ავღანეთში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და მედიაში სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება. ავღანეთის ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი უდგას, დანებებას არ აპირებს. ის სამხედრო მეთაურ აჰმად მასუდთან ერთად მომხრეებს პანჯშირის ხეობაში კრებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად გაგზავნა. თუმცა, შედეგების შესახებ ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები