ომბუდსმენი მოითხოვს, სავარაუდო უკანონო მიყურადღებაზე გამოძიება დაიწყოს
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველი მოითხოვს, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული სუს-ის ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყოს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია გამოძიების დაწყება და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯა. თუმცა ლომჯარია აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.
ლომჯარია განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ინსტიტუციური, ფინანსური და ორგანიზაციული დამოკიდებულების ქვეშ. თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პროფესიული დაინტერესება, მოაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია.
"სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია; ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება. შესაბამისად, როგორც სატელეფონო, ისე — ელექტრონული და ინტერნეტ-მონაცემების მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკები, რომელიც დღემდე იძლევა თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობას", — წერია განცხადებაში.
ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა.
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩანაწერების გასაჯაროება დეზინფორმაციული კამპანიაა და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის
ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა 2-მა ჟურნალიტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის 3-მა წარმომადგენელმა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ამბობენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი ამოიცნეს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები