ბრიტნი სპირსის საქმის გავლენით აშშ-ში ახალი კანონის მიღებაზე მუშაობენ
მას შემდეგ, რაც ბრიტნი სპირსი სასამართლოზე წარსდგა და მოითხოვა, კანონის ძალით მეურვედ დანიშნული მამამისისთვის, ჯეიმს სპირსისთვის, მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის კონტროლის უფლება ჩამოერთვათ, აშშ-ში სამართლებრივ ცვლილებებზე დაიწყეს ფიქრი, რომელსაც უკვე უწოდებენ "ბრიტნის კანონს".
როგორც The Gurdian წერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ახალ კანონზე მუშაობენ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ვინც სხვადასხვა მიზეზით კანონიერი მეურვეობის ქვეშ იმყოფება, ექნება შესაძლებლობა, რომ მეურვის შეცვლა მოითხოვოს: მაგალითად, ოჯახის წევრი სახელმწიფო წარმომადგენლით ჩაანაცვლოს.
როგორც ამ ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი ნენსი მეისი და დემოკრატი ჩარლი კრისტი ამბობენ, თუ ეს ცვლილება შევა ძალაში, მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს არ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან და უფრო გამარტივებული მექანიზმებით შეძლებენ მეურვის სხვა უფრო შესაფერისი კანდიდატით ჩანაცვლებას.
"არაჰუმანური მეურვეობა შეიძლება დაუსრულებელ კოშმარს დაემსგავსოს და საუბედუროდ, ისიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანია ასე დატყვევებული მეურვეობის გაუმართავი სისტემის გამო", — განაცხადა ჩარლი კრისტმა.
"ბრიტნი სპირსის მეურვეობამ საშინელი შედეგები გამოიღო. თუ მსგავსი რამ მას შეიძლება შემთხვეოდა, მაშინ სხვა ნებისმიერიც შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი", — დასძინა ნენსი მეისიმ.
Variety-ის ცნობით, მიუხედავად იმედისმომცემი ცვლილებების დასაწყისისა, ამ წამოწყებას მხარს არ უჭერენ მოძრაობა The Free Britney (თავისუფლება ბრიტნის) წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არსებითად ბევრს არაფერს გააუმჯობესებს და უფრო რადიკალური ცვლილებებია საჭირო.
ახალი კანონის ინიციატორები კი აცხადებენ, რომ ფრთხილი და ეტაპობრივი ნაბიჯების გადადგმით უფრო დიდი შანსია, რომ ამ კუთხით ხელშესახებ წარმატებას მიაღწიონ.
ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1,3 მილიონი ადამიანი იმყოფება კანონიერი მეურვეობის ქვეშ.
ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კანონიერი მეურვეობის ქვეშაა: ცამეტი წელი მის პირად ცხოვრებას, კარიერასა და ფინანსებს მამამისი განკარგავდა. ბოლო წლებში ბრიტნის ფანების მონდომებით ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის), რომლის მხარდამჭერებიც ამბობდნენ, რომ ბრიტნი მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო და მისი თავისუფლება უსაფუძვლოდ იყო შეზღუდული.
სასამართლოზე მომღერალმა ეს მოსაზრებები დაადასტურა: მაგალითად, მისი თქმით, თურმე უკრძალავდნენ შვილის გაჩენას, წამლებით აბრუებდნენ და მამამისი სასამართლოს მიერ მინიჭებული მეურვის უფლებებს ბოროტად იყენებდა. "ეს მეურვეობა ძალადობრივია. ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა", — განაცხადა ბრიტნიმ.
1-ლ ივლისს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტნის მეურვედ ისევ მამამისი რჩება, თუმცა აშკარაა, რომ მომღერალი დანებებას არ აპირებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები