ევროინტეგრაციის საერთო გზა — საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულმა სამეულმა — საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ, ერთობლივი მემორანდუმი გააფორმა, რითიც მხარეები თანხმდებიან, როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სიმბოლურად პეტრას ციხეში გაიმართა.
"ევროპულ გზას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის სუვერენული არჩევანი, რომელზეც მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს" — ჩაიწერა დეკლარაციაში, სადაც ასევე წერია, რომ ამ არჩევანს ზურგს უმაგრებს სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას, მოსახლეობის სურვილი.
ასოცირებული სამეულის საერთო გზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და გაერთიანებული ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციისთვის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეკლარაციით ასოცირებული სამეული კისრულობს ვალდებულებას, რომ გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.
"ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად.
ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მათ ევროატლანტიკურ გზაზე საერთო სტრატეგია და ხედვა სჭირდებათ. სამი ქვეყნის ლიდერებს თავიანთი ერთობლივი ხედვებისა და სტრატეგიის დემონსტრაციის საშუალება დეკემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიეცემათ.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში დღეს დაიწყო. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. მათი მონაწილეობით, ასევე, გაიმართა პრესკონფერენცია.
გაიგე მეტი:
- ზურაბიშვილი: ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, წარსული, გამოწვევები, ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში
- ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა — სანდუ
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა ჩვენთანაც — ზელენსკი
- სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს — მიშელი მოსამართლეების დანიშვნაზე
- შარლ მიშელი ოპოზიციას შეხვდა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა
- ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან წავიდა
- მიშელი: მრავალფეროვნებისადმი პატივისცემა საკვანძო საკითხია ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში
- არასამთავრობო სექტორი და მედია შარლ მიშელს მიმართავს — რას ითხოვენ ორგანიზაციები
- შარლ მიშელი უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები