ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა — სანდუ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სისტემურ ხარვეზებზე, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა. მისი თქმით, კორუფციამ, ოლიგარქიულმა სისტემამ ქვეყანა ჩაითრია და მოლდოვა აღარ იყო წარმატებული შემთხვევა ევროკავშირისთვის.
"მინდა, დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ იმ დროს ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, თუმცაღა მალევე იმ საპნის ბუშტმა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა — ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა სათითაოდ და მალევე ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა.
რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა უკვე ის საფუძემდებლო საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების გამოყენების საშუალებას. დასჯის ან სანქციების გარეშე მოდლოვამ დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსურლებელი იყო", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ცვლილებები დაიწყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხალხმა დემოკრატია აირჩია. სანდუ აღნიშნავს, რომ ახლა, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულია, განახორციელონ დაპირებები და არსებული გამოწვევები დაძლიონ.
"პრიორიტეტის სახით უნდა აღვადგინოთ მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში და ხალხს კვლავ დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის; მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების. დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს: სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეებისგან, ეს არის ჩვენი ძალისხმევა სამომავლოდ.
აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ნაკლები ვისაუბროთ. სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნეს მიღწეული და დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც", — აღნიშნა სანდუმ.
სანდუს განცხადებით, კორუფცია ის გლობალური ფენომენია, რომელიც მოლდოვის საზღვრებს სცდილება და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.
"ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და კვლავ სტაბილური პარტნიორი გავხდებით, მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენ გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს. ეს პირობა დადებულია, ეს ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე, რადგან თქვენ გვეხმარებოდით ამ წლების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტს დაგვეხმარებით. ჩვენ პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სახელით", — განაცხადა მან.
დღეს, 19 ივლისს საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვივნენ.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები