საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისათვის და ასევე შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი პირველ მარტს გაიმართება, ბრიუსელში.

ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე:

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი მოაწერენ ხელს ცვლილებას, იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ზუსტად ოც დღეში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.