ჩვენ რუსეთიდან ტურისტებს ველით და არა ჰიბრიდული ომის მონაწილეს, ან ჯარისკაცის ჩექმას — უგულავა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, რუსეთიდან ტურისტებს ელის და არა ჯარისკაცს, ტანკს და ჰიბრიდული ომის მონაწილეს.
"ჩვენ რუსეთიდან ტურისტებს ველით და არა ჯარისკაცის ჩექმას, ან ტანკს, ან საბრძოლო თვითმფრინავს, ან ჰიბრიდული ომის მონაწილეს. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ვლადიმერ პოზნერი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე დავიბადებოდი, 70-იანი წლების დასაწყისიდან იყო ...
სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ მას ტასის [რუსული საინფორმაციო სააგენტო] გენერალური დირექტორი ახლდა თან, იმიტომ, რომ ტასიც საგარეო ასპარეზზე იცავდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს და ამას ემსახურებოდა ზუსტად, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ვლადიმერ პოზნერი", — განაცხადა უგულავამ TV პირველის ეთერში.
ასე გამოეხმაურა უგულავა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ტურიზმს.
"დღეს ხელისუფლების და ღარიბაშვილის პათოსი იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვუშლით ტურისტებს ხელს საქართველოში შემოსასვლელად. ამავე დროს, გამოვიდა მდინარაძე და ამბობს, რომ მოდით, თუ გინდათ ვიმსჯელოთ და საერთოდ არავინ არ შემოვუშვათ რუსეთიდან ტურისტი და ასევე, გვეუბნება ქილიკით, რომ თურმე ომის მერე წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გააუქმა. დიახ, ეს ასე იყო და სწორიც იყო ეს გადაწყვეტილება", — ამბობს უგულავა.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის მნიშვნელოვანი ტურისტული სექტორისთვის და ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი ხალხისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსგავსი პათოსი ჰქონდა დღეს ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთ ლიდერს, ფრიდონ ინჯიასაც. მისი თქმით, პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ინჯია ამბობს, რომ როდესაც საქართველო ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მსგავსი პროტესტები ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს.
რაც შეეხება, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს — მან განაცხადა, რომ შეიძლება ვიმსჯელოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის საქართველოში შემოშვების საკითხზე, ოღონდ, იქამდე უნდა ვიმსჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
"სირცხვილია" — ასე გამოეხმაურა პავილიონისი მდინარაძე ტვიტერზე.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველო 1-ელ აპრილს, გამთენიისას, დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები