დღეს შეთანხმება იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა — თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა ოპოზიცია არ იყო მზად ამისთვის.
"სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითებს, რომლებიც მათთვის არის პრიორიტეტული", — განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა ისევ უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა. დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტში.
"ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები პროგრესი იყო", — თქვა მან.
დანიელსონმა აღნიშნა, რომ ხვალ, 19 მარტს საქართველოს დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება. მისი თქმით, შარლ მიშელს მოლაპარაკების დეტალებს მოახსენებს.
პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღის 3 საათისთვის შეიკრიბნენ და იმის შემდეგ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.
მოლაპარაკებების პარალელურად, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც 17 მარტს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე თქმით, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.
დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა. მოლაპარაკებების პარალელურად, პრემიერმინისტრი ბელგიაში შეხვედრებს მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილებოდა.
- სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა
- ასოცირების საბჭო: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა კრიზისის მოსაგვარებლად
- განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ იპოვოს გამოსავალი — ბორელი
- ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები — ბორელი
დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.
მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები