ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ
პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მზაობა გამოთქვეს მმართველ პარტიასთან შეხვედრისთვის, მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდა.
"მითხრა, რომ დღეს 11 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი სურვილის შემთხვევაში. ჩვენ ეს სურვილი ისევ დავადასტურეთ. მოვედით და, რამდენადაც ვიცი, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა", — განმარტა მან.
ელისაშვილის თქმით, მათ აინტერესებთ მოლაპარაკებების ოთხ მთავარ საკითხზე როგორი მზაობა აქვს ქართულ ოცნებას:
"ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენთში შესვლას. განსკაუთრებიტ იცით, რომ პრიორიტეტია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება".
21 იანვარმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან "მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც" და მზად არიან ქართულ ოცნებასთან დასალაპარაკებლად.
აქამდე მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავდნენ. იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ ორივე პარტიის ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
ლელოს წევრის, საბა ბუაძე განცხადებით, პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.
გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე 18 იანვარს, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.
მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.
გაიგეთ მეტი:
- მელიამ ახალი თავმჯდომარე ვარ, პარტიაში რაღაცებია დასალაგებელი და თვის ბოლოს შევხვდეთო, პატიოსანი სიტყვაა — ელისაშვილი
- მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან — ხვიჩია ვაშაძის უარზე
- "ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში" — ვაშაძე გირჩსა და მოქალაქეებს ინდივიდუალურ ფორმატში არ შეხვდება
- ალბათობა, რომ "ოცნება" ამაზე წამოვიდეს ნულის ტოლია — ჯაფარიძე გირჩისა და მოქალაქების იდეაზე
- პლებისტიცი არის პლებისციტი და არჩევნები არის არჩევნები — უდუმაშვილი გირჩისა და მოქალაქეების იდეაზე
- პლებისციტის გარდა, ყველაფერი სხვა არის მოგონილი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის — ბოკერია
- "თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს, ეს იყოს პლებისციტი" — მოქალაქეები გირჩთან კონსულტაციას მართავს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები